საწრეო მუშაობა



მათემატიკის წრე - ,, ნორჩი მათემატიკოსი"
ქალაქ ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის“სკოლაში ფუნქციონირებასდაიწყებს მათემატიკის უფასო წრე მე-4 კლასის მოსწავლეებისათვის
საგანიმათემატიკა
მასწავლებელიირმა გაჩეჩილაძე
მეცადინეობის დროხუთშაბათსსაგაკვეთილო პროცესის დასრულების დროს
მიზანიდაეხმაროს მოსწავლეებს წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების უკეთ გააზრებაში.ხელი შეუწყოს მასწავლებელს პირადი გამოცდილების აქტივაციასა და რეალიზებაში.ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები :
1.
დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება მათემატიკისადმი
2.
წარმოსახვისაზროვნების,ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარების განვითარებამოსწავლეებში.
3.
შემეცნებითი აქტივობის დამკვიდრების განვითარება
4.
ურთიერთკომუნიკაციისთავისი აზრების ჩამოყალიბებისა და სხვისი აზერის სწორადგაგების უნარ-ჩვევის დაუფლება
5.
ზნეობრივი და სულიერი ფასეულობების ჩამოყალიბება
6.
პირადი თვისებების განვითარება : ადამიანისადმი პატივისცემასიკეთეგულისხმიერებადა სხვა
მოსწავლეთა წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების მუშაობის ფორმები და შინაარსიწერითიდა ზეპირი ამოცანების ამოხსნის ჩამოყალიბების პროცესისწავლების ტექნოლოგიები,რომელიც მოტიცვაციას ზრდის მოსწავლეებში.მეთოდები :
1.
მოსწავლეებში დადებითი მოტივაციის ჩამოყალიბება პოზიტიური ურთიერთობა,პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიებაკრიტიკული აზროვნება და .,
2. 
ერთობლივი მუშაობა
3. 
კვლევითი მეთოდები (გამოკითხვაახსნა,პრობლემური მეცადინეობები,დამოუკიდებელი კვლევები)
4.
ჯგუფური მუშაობა
მეცადინეობების სახეობა :
1. 
თეორიული ნაწილი
2. 
მასწავლებლის საუბარი
3. 
ამოცანების ამოხსნა მარტივი მეთოდებით
4. 
პრობლემის გამოკვეთა
5. 
პრობლემების გადაწყვეტა
6. 
ახსნილი თემის გამოკითხვა
პრაქტიკული მეცადინეობები :
1. 
სხვადასხვა წიგნებიდან ამოცანების ამოხსნა
2. 
თამაშები
3. 
როლური თამაშები
4. 
დებატები
5. 
გონებრივი იერიში
6. 
მინი ლექცია
7. 
მოდელირება
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
1იყენებს ახალ რიცხვით სახელებს , პოზიციურ სისტემას და ახდენსნატურალური რიცხვების კლასიფიკაციას .
2) 
კითხულობს , გამოსახავს , აფასებსადარებს და ალაგებს წილადებს ,ათწილადებს
3)
ასრულებს მოქმედებებს ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიანწილადებზე , ათწილადებზეპროცენტებზე
4) 
იყენებს და ერთმანეთთან აკავშირებს ზომის სხვადასხვა ერთეულებს
5) 
გამოსახავს და აღწერს სიდიდეებს შორის დამოკიდებულებებს
6) 
ამოცანის ამოხსნისას ადგენს და ამარტივებს ალგებრულ გამოსახულებას
7) 
ამოიცნობს , აღწერს და გამოსახავს გეომეტრიულ ფიგურებს
8) 
ადგენს მიმართებებს ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის 
9) 
პოულობს და ადარებს ბრტყელი ფიგურების ფართობებს ერთმანეთს
10) 
ორიენტირებს ბადით დაფარულ არეზე
11) 
მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისებრივ დარაოდენობრივ მონაცემებს
12) 
წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანისამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით
13) 
აკეთებს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაციასა დაელემენტარულ ანალიზს.
მათემატიკის წრის თემატური გეგმა
პირველი სემესტრი, 2018-2019 სასწავლო წელი
დასამუშავებელი მასალა
თვე და რიცხვი
1. მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე
2. 10.2018
2. ამოცანების ამოხსნა ნატურალური რიცხვების გამოყენებით 9. 10.2018
3. ამოცანების ამოხსნა ნატურალური რიცხვების გამოყენებით 16. 10.2018
4. სახალისო ამოცანები 23. 10.2018
5.მოქმედებები შეკრება-გამოკლების გამოყენებით 30. 10.2018
6. მოქმედებები გაყოფა-გამრავლების გამოყენებით
6. 11.2018
7. ბრტყელი ფიგურები
13. 11.2018
8. განტოლება 27. 11.2018
9. ლოგიკური ამოცანები
3. 12.2018
10. 
შემაჯამებელი მეცადინეობა - 10. 12.2018





ლიტერატურული წრე


ლიტერატურული წრე - ,,ნორჩი მკითხველი"


აქტივობის შესახებ
ლიტერატურული წრე  ჩემს მოსწავლეებს დაეხმარება იმაში,  რომ მათ მეტი შეიტყონ სხვადასხვატიპისჟანრისა და სტილის ტექსტების შესახებ  და ასევე  შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები,რამდენად შეუძლიათ ზეპირად გადმოსცენ წაკითხულით აღძრული განცდებიშთაბეჭდილებები,განწყობა.

რესურსები
ასაკთან შესაბამისი საკითხავი წიგნები, ილუსტრაციები, ნახატები, ვიდეო ფილმები

აქტივობის აღწერა

ლიტერატურულ წრეში მოსწავლეთა მცირე ჯგუფები ერთსა და იმავე ვადებში წაკითხავენ  წიგნსდა რეგულარულად განიხილავენ უკვე წაკითხულ ცალკეულ ეპიზოდსმონაკვეთს.
მათ შეუძლიათ თავად გადაწყვიტონერთსა და იმავე წიგნს წაიკითხავენ თუ სხვადასხვა წიგნსერთსა და იმავე თემაზემას შემდეგრაც მოსწავლეები დაასრულებენ წიგნის კითხვასმოეწყობადისკუსია, ვიქტორინები

შეფასება


 შეფასდება მოსწავლეთა მხატვრული ტექსტის ანალიზისა და შეფასების,  პრეზენტაციის უნარი.

მეთოდები:

·         მასწავლებელი  მოსწავლეებს შესთავაზებს  წასაკითხი წიგნების ჩამონათვალს, მათ აძლევს არჩევანის საშუალებას, გადაწყვიტონ, რომელი წიგნი როდის (სახლში, საკლასო ოთახში, სკოლის ეზოში, ბიბლიოთეკაში...) და როგორ  (ჩუმი თუ ხმამაღალი  კითხვით, წყვილში, კომენტარებით...) წაიკითხონ.
         ლიტერატურულ წრეში წიგნის კითხვისას   მასწავლებელი  უსაზღვრავს  მოსწავლეებსკითხვისთვის საჭირო დრო.

კავშირი სხვა საგნებთან

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.



მათემატიკის წრე - ,, ნორჩი მათემატიკოსი" ქალაქ ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის“ სკოლაში ფუნქციონირებას დაიწყებს ...

No comments:

Post a Comment