სამოდელო გაკვეთილი


                                                  გაკვეთილის  გეგმა
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი
          ირმა გაჩეჩილაძე
თემა
ძმები გრიმების ,,მოხუცი სულთანი“
ხანგრძლივობა
              45წთ.
საფეხური/კლასი
I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
              19
თარიღი
28/03/2019წ.
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
პრობლემაზე ორიენტირებული
მიზანი
მოსწავლე შეძლებს:
 ახალი ტექსტის გაცნობასა და დამუშავებას, ტექსტზე დაყრდნობით ცხოველების მიმართ ადამიანების მოპყრობის შესახებ მსჯელობას,  პრობლემის ამოცნობას და მსჯელობას პრობლემის მოგვარებაზე.
მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
ქართ. IV. 8. გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ ამბავს. თავისი შეხედულებისამებრ ინტერპრეტაციას უკეთებს მხატვრულ ტექსტს.
 ქართ. IV. 12. ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით.
ქართ. IV. 13. ადგენს მარტივ პრაგმატულ ტექსტებს, შეკითხვებს, წერილებს.
ორგანიზების ფორმები
მთელი კლასი. ინდივიდუალური, წყვილებში მუშაობა.
წინარე ცოდნა და გამოცდილება
-სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა და გაგება-გააზრება და გადმოცემა.
-პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ.

მთანმიმდევრობა, საკლასო მენეჯმენტი, დრო
აქტივობა 1. მასწავლებელი ესალმება კლასს, აცნობს გაკვეთილის მიზნებს და შეფასების რუბრიკას. მასწავლებელი მოსწავლეებს მოკლედ გააცნობს გაკვეთილზე შესასრულებელ აქტივობებს  და დაეხმარება მათ  გაკვეთილის მიზნებისა და  მოლოდინების განსაზღვრაში, თუ რა ცოდნას და უნარებს შეიძენენ ამ გაკვეთილიდან.
მუშაობის ფორმა–მთელ კლასთან /1წთ/

 აქტივობა 2. გამოწვევის ფაზა:
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ყუთს და ეუბნება ამოიცნონ რა არის ყუთში, თან აძლევს მინიშნებას, რომ ის ოხფეხაა და ადამიანის ერთგული მეგობარია. რამდენიმე ვარაუდის გამოთქმის შემდეგ ისინი ნახავენ, რომ ყუთში არის ძაღლი.
მუშაობის ფორმა- მთელ კლასთან /1წთ/

აქტივობა 3. მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შეკითხვებს ცხოველებისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ, უყვართ თუ არა ცხოველები, როგორ უნდა მოექცნენ ადამიანები მათ.
მუშაობის ფორმა- მთელ კლასთან /2წთ/



აქტივობა 4.  უცნობი სიტყვების ახსნა:
მასწავლებელს დაფაზე გაკრული აქვს უცნობი სიტყვები, რომელსაც ხსნის მოსწავლეების დახმარებით.
. (ხახა, ჩვილი, შევუსანსლო, ხვედრი, ბეწვი არ ჩამოუვარდეს.)
მუშაობის ფორმა-მთელ კლასთან /1წთ/

აქტივობა 5. ტექსტის კითხვა ჯგუფურად:
მასწავლებელი წინასწარ  აცნობს მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის კრიტერიუმებს და უნიშნავს დროს.

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს სხვადასხვა  ჯიშის ძაღლის სურათებს, ერთად დასხდებიან ის მოსწავლეები, რომლებსაც შეხვდებათ ერთნაირი ძაღლის სურათი, კლასი დაყოფილია სამ ჯგუფად.
პირველი ჯგუფი წაიკითხავს ახალი ტექსტის პირველ აბზაცს, მეორე ჯგუფი წაიკითხავს მეორე აბზაცს, მესამე ჯგუფი წაიკითხავს მესამე აბზაცს.
მუშაობის ფორმა-ჯგუფებთან / 4წთ/

აქტივობა 6. მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ამავე ნაწარმოებით შექმნილ ანიმაციურ ფილმს და გაარკვევს, თუ როგორ შეძლენ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად ნაწარმოების წაკითხვა და მისი გადმოცემა.
მუშაობის ფორმა-მთელ კლასთან /4წთ/

აქტივობა 7. კითხვა-პასუხი:
        მოსწავლეები ერთმანეთს უსვამენ კითხვებს, ჯერ       ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე, შემდეგ გადადიან სააზროვნო კითხვებზე, მოპასუხე მოსწავლეს ირჩევს თავად კითხვის ავტორი.
    მუშაობის ფორმა-მთელ კლასთან  5წთ/

 ქტივობა 8. პირამიდა.
მოსწავლეები ავსებენ სიტყვის პირამიდას, გამოკვეთავენ პრობლემას და იმსჯელებენ პრობლემის გადაჭრის გზებზე.
მუშაობის ფორმა-მთელ კლასთან /6წთ/

აქტივობა 9.მორფოლოგიური მატრიცა.
პირველ რიგში, მასწავლებელი გამოყოფს პრობლემას. კერძოდ,, რა მიზეზის გამო აგდებდნენ ძაღლს გარეთ?“
მასწავლებელი სვამს პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ კითხვას: რა გზებით იყო შესაძლებელი პრობლემის მოგვარება? კერძოდ, რა შეიძლება გაკეთებულიყო, რომ ,,მოხუცი სულთანი“ გარეთ არ გაეგდოთ?
მასწავლებელი,მოსწავლეების დახმარებით  შეავსებს ფლიფჩარტზე დახაზულ ,,მორფოლოგიურ მატრიცას“, რომელიც დაფაზე იქნება გაკრული. ჩამოიწერება იმდენი ქვეპრობლემა და მისი გადაჭრის ალტერნატიული გზა, რამდენსაც დაასახელებენ მოსწავლეები.
მუშაობის ფორმა- მთელ კლასთან /8წთ/


აქტივობა 10. ჯგუფური მუშაობა:
 მასწავლებელი მოსწავლეებს გადაანაწილებს ოთხ ჯგუფად და აძლევს ჯგუფური მუშაობის ინსტრუქციას.
 ჯგუფებმა უნდა დაასრულოს დაუსრულებელი ისტორია ძაღლზე.
მუშაობის ფორმა-ჯგუფებთან  /4წთ/

აქტივობა 11. ჯგუფები აკეთებენ შესრულებული ნაშრომის პრეზენტაციას.
მუშაობის ფორმა- ჯგუფებთან /4წთ/

აქტივობა 12.კითხვა-პასუხი:
მასწავლებელი ისევ მიუბრუნდება ნაწარმოებს და ეკითხება მოსწავლეებს: ,,რა იყო ნაწარმოების მთავარი პრობლემა და როგორი იქნება მათი ძაღლი სიბერეში?“
მოსწავლეები უპასუხებენ მასწავლებლის კითხვებს და იმსჯელებენ ამ პრობლემის ირგვლივ.
მუშაობის ფორმა- მთელ კლასთან /3წთ/

აქტივობა 13. შეფასება:
განმავითარებელი კომენტარი, წამახალისებელი სმაილები. /1წთ/

აქტივობა 14. საშინაო დავალება:
დაწერონ თხზულება: ჩემი ოთხფეხა მეგობარი.
მუშაობის ფორმა-მთელ კლასთან /1წთ/










სასწავლო რესურსი
მოსწავლის სახელმძღვანელო, კალმისტარი, დაფა, ცარცი, მარკერი, ფერადი ფურცლები, მონიტორი.
https://www.youtube.com/watch?v=Qruiimx8Irg






შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ნაწილობრივ ფლობს
უმეტესწილად ფლობს
სრულად ფლობს
აქტიური მონაწილეობა
იშვიათად მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
ყოველთვის მონაწილეობს და წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
გამართული და სწორი მეტყველება
იშვიათად იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
უმეტესწილად იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
მეტყველებს გამართულად, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს
საკუთარი აზრის დასაბუთება და წარმოდგენა
უჭირს საკუთარი აზრის დასაბუთება და გამართული საუბაუბარი
საუბრობს გამართულად , მაგრამ იშვიათად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმართავს თავის მოსაზრებას
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უჭირს სხვისი აზრის მოსმენა
უსმენს სხვებს , მაგრამ ხშირად ერთვება და არ აძლევს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალებას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით . კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას


ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
მიზნის გააზრება
ვერ ახერხებს დავალების მიზნის გააზრებას და გაგებას.
მეტ წილად ახერხებს მიზნის გააზრებას და გაგებას.
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჩართულობა
ნაკლებად არისნ ჩართული, ჯგუფის წევრედი არ აქტიურობდნენ.
ნაწილობრივადაა ჩართულობა, მხოლოდ ერთი-ორი მოსწავლე აქიურობდა.
 ჯგუფის ყველა წევრი სრულად არის ჩართული და სამუშაო ნაყოფიერია.
სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა
არ ითვალისწინებს სხვის აზრს, ერ შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო.
 უმეტესად ითვალისწინებს სხვის აზრს და ნაწილობრივ ითვალისწინებენ ერთმანეთის მოსაზრებას.
 გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი. დაყოველთვის ითვალისწინებს ერთმანეთის მოსაზრებას.
დროის ლიმიტი
ვერ ახერხებს დროის განაწილებას, ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში.
ცდილობენ, მაგრამ ვერ ახერხებენ დროის განაწილებას.
კარგად ანაწილებს და იცაბენ დროს ლიმიტს.










No comments:

Post a Comment