რესურსები


სასწავლო რესურსის რეფლექსია
 რესურსის დასახელება: ჩვენ გვიყვარს კითხვა
საგანი:    ქართული ენა       კლასი : IV
მასწავლებელი:  ირმა გაჩეჩილაძე
წინარე ცოდნა: თემატურ კალენდარულ გეგმის მიხედვით ქართულ ენაში შევისწავლეთ და წავიკითხეთ სხვადასხვა საბავშვო მწერლები და მათი ნაწარმოებები, რაც წიგნის კითხვის სიყვარულს უკავშირდება. სწორედ ზემოთ აღნიშნულმა განაპირობა შემექმნა რესურსი, რომელსაც ბავშვები დამოუკიდებლად დაამუშავებენ დავალების სახით.
სასწავლო რესურსის მიზანი: მოსწავლის წიგნთან დამეგობრება, ცოდნის გაღრმავება, შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა და განვითარება, მოსწავლეთა იმტერესის გაძლიერება, სწრაფი კითხვის გამომუშავება.
აღნიშნული რესურსი გამოვიყენე ქართული ენის გაკვეთილზე მე-4 კლასში 2018 წლის 15 დეკემბერს, ბავშვებს უკვე წაკითხული ჰქონდათ ასტრიდ ლინდრგენის, ჰანს ქრისტიან ანდერსონის, იაკობ გოგებაშვილისა და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები, სასწავლო რესურსის გამოყენებით განამტკიცებენ ცოდნას, თუ რამდენად კარგად გაიაზრეს და დაიმახსოვრეს წაკითხული ნაწარმოებები. რესურსის შექმნისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები, დავიცავი თანმიმდევრობა ისე, რომ საჭირეობის დროს მოსწავლებებს მისი დამოუკიდებლად გამოყენება არ გაუჭირდეთ. მასალა გამოსადეგია კითხვის თანამედროვე სწავლებისათვის. ეს რესურსი წიგნის კითხვას ხდის  სახალისოს, მოსწავლეებს ეხმარება ლიტერატურული ნაწარმოებების შეყვარებაში, უმუშავებს უნარს,ზუსტად მოახდინოს საგნისა და თვისების შესაბამისობა. უზრდის მოტივაციას და აქტიურად რთავს საგაკვეთილო პროცესში-----მუხლი VI.  მასწავლებელმა იცის მოტივაციისა და კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგია და იყენებს ამ ცოდნას საკუთარ პრაქტიკაში.
     ზემოთ აღნიშნული რესურსი მეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული შემდეგი მისაღწევი შედეგების დაძლევაში:
 ქართ. IV.3. მოსწავლეს შეუძლია: პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
              ქართ.. IV.6 მოსწავლეს შეუძლია გაწაფული კითხვა.
    შესაძლებელია , ამ რესურსის ,მცირე მოდიფიცირების შემთხვევაში, დაწყეფითი საფეხურის სხვა კლასებში გამოყენება.
                                                 რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
         მოსწავლეების თვალწინ გაიშლება რესურსი სახელწოდებით: აირჩიე ჯგუფები( ჩვენ გვიყვარს კითხვა) . იქვე, დავალების შუაგულში, განთავსებულ ფანჯარაში კითხულობენ მითითებას, კერძოდ,შეუსაბამონ მოცემულ მწერალს, თავის ნაწარმოები.. ,,OK“ ფანჯარაზე დაწკაპების შემდეგ იწყებენ დავალების შესრულებას. ეკრანზე ჩანს პატარ-პატარა ფანჯრებში მოცემული მწერლის ნაწარმოებები. აქვეა თითის ფორმის ნიშანი, რომლის დახმარებით კურსორის აუღებლად არჩეულ  მწერალს ფანჯარას მიუერთებენ  შესაბამისი ნაწარმოების ფანჯარას. ასე გააგრძელებენ, ვიდრე არ დასრულდება ნაწარმოებების ჩამონათვალი. დასასრულს მარჯვენა ქვედა კუთხეში ლურჯ წრეში მითითებულ ნიშანზე დაწკაპებით გაიგებენ დავალების შესრულების სისწორეს.
რესურსის შექმნის პროცესში გამოყენებული დამხმარე მასალა: https://learningapps.org
            რესურსის ნახვა: https://learningapps.org/display?v=pfd3v8ntc19

                                              მიღწეული შედეგები:
                 ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სასწავლო პროცესში გამოყენების შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და ინტერესი შესწავლილი საკითხის მიმართ. მოსწავლეებმა უკეთ აღიქვეს ნაწარმოებები, რადგან ისინი ვიზუალურადაა გაფორმებული, მწერალი და ილუსტრაცია შერწყმულია მოსწავლეთა  ყურადღების კონცენტრირებისათვის. გაუმჯობესდა მოსწავლეთა წიგნიერების დონე, გაცილებით მეტ მოსეავლეს შეუყვარდა წიგნი, მოსწავლეებმა შეძლეს დაეკავშირებინათ მოცემული ნაწარმოენი, მოცემულ მწერალთან.
        მე თვალნათლივ დავინახე ჩემი შრომის დადებითი ნაყოფი. მე გავხდი უფრო ინფორმირებული, უფრო მობილური, მოტივირებული, შედეგიც მოერგო მხოლოდ მოსწავლის ინერესებსა და საჭიროებებს.


     

                                                  სასწავლო რესურსის რეფლექსია
 რესურსის დასახელება:  მათემატიკა
საგანი:    მათემატიკა     კლასი:IV
მასწავლებელი:  ირმა გაჩეჩილაძე
  რესურსის შედგენისას უნდა იქნეს გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და ამოცანები.
    სხვადასხვა ტიპის უნარებზე აგებული სავარჯიშოების ინტეგრირებას სასწავლო მასალაში,რათა თანაბრად უზრუნველვყოთ თითეული მოსწავლის სწავლა მეტად მნიშვნელოვანია.სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მასწავლებელს სჭირდება გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს,შექმნას სასწავლო რესურსი,გარკვეული სახის  დამატებითი მასალა,რომელიც მას დასჭირდება სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე.ის ემსახურება  ხელთ არსებული სახელმძღვანელოს გამდიდრებას.
         რესურსმა არ უნდა დაძაბოს მოსწავლე, ხელი შეუწყოს მის თვითრწმენას,სავარჯიშოები უნდა იყოს საინტერესო, გამომწვევი და დაძლევადი, რათა დაეხმაროს მოსწავლეს თვითშეფასებაში, უბიძგოს მათ, პასუხისმგებლობა აიღონ სწავლასა და პროგრესზე, განავითარონ და დახვეწონ სწავლის უნარები,მისი გამოყენებისას  ჩაუღრმავდნენ საკითხს. რესურსი იძლევა უნარების ინტეგრირების საშუალებას.მისი გამოყენებისას უნდა დაინტერესდეს მოსწავლე, გაუჩნდეს ინფორმაციის მოძიების სურვილი.
      ჩემ მიერ შემოთავაზებული რესურსის მიზანია განვლილი მასალის გამეორება,განმტკიცება.მიღებული ცოდნის გამოყენება,სწრაფი აზროვნების ჩამოყალიბება,კავშირი საგნებს შორის.






აღნიშნულ რესურსი გამოვიყენე მათემატიკის გაკვეთილზე მე-4 კლასში,ბავშვებს უკვე შეუძლიათ ანგარიში 10 000-ის ფარგლებში.  ეს რესურსი  სწავლებას  ხდის  სახალისოს, მოსწავლეებს ეხმარება არსებული ცოდნის გააქტიურებაში,უმუშავებს უნარს, სხარტად იაზროვნოს და გააკეთოს სწორი არჩევანი. უზრდის მოტივაციას და აქტიურად რთავს საგაკვეთილო პროცესში-----მუხლი VI.  მასწავლებელმა იცის მოტივაციისა და კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგია და იყენებს ამ ცოდნას საკუთარ პრაქტიკაში. ამ მიზნით მასწავლებელმა:ა)იცის სწავლის მოტივაციის ამაღლების სრტატეგიები;  ბ) იცის, როგორ გაუღვივოს მოსწავლეებს შემეცნებითი ინტერესი.
     ზემოთ აღნიშნული რესურსი მეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული შემდეგი  მისაღწევი შედეგის დაძლევაში:
მათ.დაწყ.(IV). 2  მოქმედებები რიცხვებზე და  რიცხვითი  თანაფარდობები
          მოსწავლემ  უნდა  შეძლოს ძირითადი არითმეტიკული ოპერაციების შესრულება რიცხვებზე.
შესაძლებელია,  ჩემ მიერ შექმნილი რესურსის , მცირე მოდიფიცირების შემთხვევაში, დაწყებითი საფეხურის სხვა კლასებში გამოყენება.
                                                 რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
         მოსწავლეების თვალწინ გაიშლება რესურსი სახელწოდებით: მათემატიკა.   დავალება ექვს ეტაპიანი,თითოეული პირობითად  შეფასებულია გარკვეული რაოდენობის  ქულებით.ყოველი ეტაპი მოიცავს თითო კითხვას ოთხი სავარაუდო პასუხით. შეკითხვები დალაგებულია  მარტივიდან  რთულისკენ. მოსწავლე სასურველი პასუხის ფანჯარას მონიშნავს კურსორით.  არასწორი პასუხის შემთხვევაში, დავალება წყდება და იწყება თავიდან, ხოლო ყველა სწორი პასუხის შემთხვევაში,მოსწავლე მიიღებს უმაღლეს  ქულას და კითხულობს ეკრანზე,რომ სწორად შეასრულა დავალება,რასაც  თან ერთვის დიდი ზომის ე.წ.  ღიმილი.
რესურსის  შექმნის  პროცესში  გამოყენებული  დამხმარე  მასალა : https://learningapps.org/
   რესურსის ნახვა შესაძლებელია  :        https://learningapps.org/display?v=p4rfx49zc19
ციფრული რესურსის ამ სახით მიწოდებამ  პოზიტიური განწყობა შექმნა, ამოცანებსაც მეტი ხალისით ასრულებდნენ, გაიმართა ჯანსაღი  მსჯელობა,იყო შემთხვევა, როცა ამოცანის ამოხსნამდე აფიქსირებდნენ პასუხს(,მასალა მათთვის ნაცნობი იყო, (მე-4 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოდან.)
       შედეგად ხელი შეეწყო მსჯელობისა და ანალიზის უნარების განვითარებას,სწრაფი აზროვნებისა განვითარებას და პრაქტიკაში გამოყენებას, ურთიერთთანამშრომლობას. შეთავაზებულ დავალებებს კლასში 90%- მა თავი წარმატებით გაართვა.






                                                        სასწავლო რესურსის რეფლექსია
 რესურსის დასახელება: დააწყვილე ეპითეტი არსებით სახელთან
საგანი:    ქართული ენა       კლასი:IV
მასწავლებელი:  ირმა გაჩეჩილაძე
უპირველეს ყოვლისა თემატური გეგმის მიხედვით შევარჩიე თემა, დავგეგმე ესგ-ით მოცემული სტანდარტის მიხედვით გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები. გავაანალიზე გაკვეთილის თემა და გადავწყვიტე ელექტრონული რესურსის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოცემული თემის უკეთ გაგება-გააზრებას.
მიზანი- თემატური კალენდარული გეგმის მიხედვით ქართულ ენაში შევისწავლეთ მხატვრული ხერხები, კერძოდ ეპითეტი, მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლონ, მხატვრულად გაფორმებული სიტყვის შეხამება არსებით სახელთან.
აღნიშნულ რესურსი გამოვიყენე ქართული ენის გაკვეთილზე მე-4 კლასში 22 ნოემბერს,ბავშვებს უკვე შესწავლილი ჰქონდათ ეპითეტი  და განამტკიცეს ცოდნა იმისა, რომ რამდენიმე სიტყვას  შეიძლება ჰქონდეს მსგავსი , მძაფრი მნიშვნელობის სიტყვა. ეს რესურსი  სწავლებას  ხდის  სახალისოს, მოსწავლეებს ეხმარება არსებული ცოდნის გააქტიურებაში,უმუშავებს უნარს,ზუსტად მოახდინოს საგნისა და თვისების შესაბამისობა. უზრდის მოტივაციას და აქტიურად რთავს საგაკვეთილო პროცესში-----მუხლი VI.  მასწავლებელმა იცის მოტივაციისა და კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგია და იყენებს ამ ცოდნას საკუთარ პრაქტიკაში. ამ მიზნით მასწავლებელმა:ა)იცის სწავლის მოტივაციის ამაღლების სრტატეგიები;  ბ) იცის, როგორ გაუღვივოს მოსწავლეებს შემეცნებითი ინტერესი.
     ზემოთ აღნიშნული რესურსი მეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული შემდეგი მისაღწევი შედეგების დაძლევაში:
       ქართ.IV.13.   მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება ტექსტის შექმნისას.
ჩემ მიერ შექმნილი რესურსი, გადათარგმნის შემთხვევაში, შეუძლიათ გამოიყენონ უცხო ენის პედაგოგებმა,როცა მოსწავლეებს უცხო ენაზე შეასწავლიან მსგავს და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებს.
    შესაძლებელია , ამ რესურსის ,მცირე მოდიფიცირების შემთხვევაში, დაწყეფითი საფეხურის სხვა კლასებში გამოყენება.
                                                 რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
         მოსწავლეების თვალწინ გაიშლება რესურსი სახელწოდებით: დააწყვილე . იქვე, დავალების შუაგულში, განთავსებულ ფანჯარაში კითხულობენ მითითებას, კერძოდ,შეუსაბამონ მოცემულ სიტყვას, მსგავსი მნიშვნელობის სიტყვას. ,,OK“ ფანჯარაზე დაწკაპების შემდეგ იწყებენ დავალების შესრულებას. ეკრანზე ჩანს პატარ-პატარა ფანჯრებში დაწერილი სიტყვა და მსგავსი სახელები. აქვეა თითის ფორმის ნიშანი, რომლის დახმარებით კურსორის აუღებლად არჩეულ  სიტყვას ფანჯარას მიუერთებენ  შესაბამის საპირისპირო სიტყვის ფანჯარას. ასე გააგრძელებენ, ვიდრე თხუთმეტივე წყვილს არ მიიღებენ. დასასრულს მარჯვენა ქვედა კუთხეში ლურჯ წრეში მითითებულ ნიშანზე დაწკაპებით გაიგებენ დავალების შესრულების სისწორეს.
          შეიძლება ითქვას, რომ რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისთვის არის გამიზნული. მისი     გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
მოსწავლეებს საშინაო დავალებად მიეცათ, რესურსის გამოყენებით, თანმიმდევრულად დაელაგებინათ ეპიტეტის მაგალითები.
 რესურსზე მუშაობა იძლევა შეცდომის დაშვებისა და გამოსწორების შესაძლებლობას. ეპიზოდის არასწორად შერჩევისას უჯრა  წითლდება, ხოლო სწორად ჩასმის შემთხვევაში - ქრება. მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალება. ეპიზოდების თანმიმდევრული დალაგება დაეხმარა მათ ეპითეტის იკეთ შესწავლაშიც.
რადგან ბავშვებს მოეწონათ, შევეცდები სამომავლოდ ხშირად შევთავაზო მსგავსი ტიპის რესურსები როგორც ლიტერატურის, ასევე გრამატიკის შესწავლისათვის. შესაძლებელია ელექტრონული რესურსების საკლასო დავალებისთვის მომზადებაც, რადგან მე-4 კლასელებს აქვთ შესაძლებლობა და რესურსი, რომელთა გამოყენება სასწავლო მიზნების მისაღწევად აუცილებელია.
   რესურსის შექმნის პროცესში გამოყენებული დამხმარე მასალა: https://learningapps.org
            რესურსის ნახვა: https://learningapps.org/display?v=phya4422c18










     



No comments:

Post a Comment