სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო
პროექტის ავტორი
|
||||
სახელი, გვარი
|
ირმა
გაჩეჩილაძე
|
|||
ქალაქი/რაიონი/დაბა,
სოფელი
|
ქალაქი
ქუთაისის
|
|||
სკოლა
|
ქართულ-ამერიკული
სკოლა ,,პროგრესი“
|
|||
პროექტის
მონახაზი
|
||||
პროექტის
დასახელება ,,ასანთის გამყიდველი
გოგონა“
|
||||
პროექტის სრული დასახელება ,,ასანთის გამყიდველი გოგონა“
|
||||
პროექტის
შინაარსი
|
||||
პროექტის პირველ ეტაპზე მოვიძიებთ წიგნებს,
მოვაწყობთ მოძიებული წიგნების ერთობლივ კითხვას, შემდეგ ვაწყობთ ფილმების
ჩვენებას, რომელშიც ასახულია სოციალური პრობლემა თემაზე- ,,ბავშვთა თავშესაფარი“ და ,,ობოლი
ბავშვები“. ვმართავ დიკუსიას. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, ახარისხებენ,
ალაგებენ შინაარსობრივად, ატარებენ გამოკითხვას, სტუმრობენ ბავშვთა თავშესაფარს,
ახდენენ მოგროვილი მასალის თავმოყრას პროგრამაში PowerPoint- ში, ამზადებენ ბუკლეტებს საზოგადოებაში გასავრცელებლად, აწყობენ
დასრულებული პროექტის პრეზენტაციას, მოინახულებენ ბავშვთა თავშესაფარს და ბოლოს
ერთერთ ნაწარმოებს გაითამაშებენ როლებში,
ანუ ჩაატარებენ სპექტაკლს სათაურით ,,ასანთის გამყიდველი გოგონა.“
|
||||
საგანი/საგნები
ქართული
|
||||
საგანი/საგნები რომლის ფარგლებშიც
გეგმავთ პროექტს
|
||||
საფეხური/კლასი დაწყებითი, IV კლასი
|
||||
სწავლების საფეხური, კლასი
|
||||
პროექტის
განხორციელების დრო
|
||||
10 კვირა /45 წუთიანი გაკვეთლები
|
||||
პროექტის
საფუძვლები
|
||||
საგნობრივი სტანდარტები
|
||||
ქართ. IV.1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი
და გადმოსცეს მათი შინაარსი.
ქართ. IV.2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების
მიმართ.
ქართ. IV.6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი
მხატვრული ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვ და საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა.
ქართ. IV.10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება
ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
ქართ. IV.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა მვირე ზომის ტექსტის
შინაარსის დაწერა. ავლენს თვითგამოხატვის სურვილს.
ისტ. ტექ. დაწყებითი IV. მოსწავლემ უნად შეძლოს სხვადასხვა სახის
ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას.
|
||||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის
შედეგები
|
||||
-მმოსწავლეებს განუვითარდებათ
თანამშრომლობითი უნარი
განუვითარდებათ
თანაგრძნობის უნარი
. მოსწავლეები მოიძიებენ და წაიკითხავენ სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს,
ამიტომ განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარი
. გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი
. ისაუბრებენ, თუ რაზე დააფიქრათ მხატვრულმა ნაწარმოებებმა
. ისაუბრებენ, რამდენად შეესაბამება თხზულებაში ასახული, პირად
ცხოვრებისეულ გამოცდილებას და შეხედულებებს
. განასხვავებენ და გამოყოფენ ბოროტებას სიკეთისაგან
. გაუჩნდებათ ემპათიის გრძნობა
|
||||
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
||||
ზოგადი კითხვა
|
რაში გვჭირდება ოჯახი.
|
|||
თემატური კითხვები
|
როგორ ესმით სიტყვები:
თავშესაფარი, ობოლი, ზედამხედველი.
|
|||
შინაარსობრივი კითხვები
|
ვის შეიძლება ვუწოდოთ
ობოლი.
რით განსხვავდება
ერთმანეთისაგან ბოროტება და სიკეტე.
როგორია 21-ე საუკუნის თავშესაფარი.
|
|||
შეფასების
გეგმა
|
||||
შეფასების დროის
ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
|
||||
პროექტის
მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების
მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
||
პროექტის
დასაწყისში
|
დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე
|
გეზის მიმცემი კითხვები
|
||
მოიძიებენ წიგნებს, უყურებენ ფილმებს
ბავშვთა თავშესაფარზე, უპასუხებენ კითხვებს.
|
1.თვითშეფასება და რეფლექსია,ჯგუფებზე
დაკვირვება
2.
არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევითი ჩანიშვნები
3. სტრუქტურირებული ინტერვიუები და
დაკვირვებები
|
1მინიშნებები,კითხვები
2. ჩანიშვნები
3.მოსწავლეების
დაკვირვებები
|
||
პროექტის დასრულების
შემდეგ
|
შესრულებები
|
რუკებისა და ქულების მინიჭების გზამკვლევი
|
||
შეფასების მოკლე
მონახაზი
|
||||
დაფიქრდი-დააწყვილე-გაუზიარე მეთოდის
მიხედვით მოსწავლეები ჯერ
უნდა დაუფიქრდნენ კითხვას,
მერე განიხილონ ის ვინმესთან ერთად და საბოლოო შეაჯამონ იდეები
და გაუზიარონ თანაკლასელებს. ეს მეთოდი მოსწავლეს ცოდნის
ორგანიზებასა და გონებრივ იერეშის
დროს ეხმარება თვითშეფასება და რეფლექსია შესაძლებლობას აძლევენ
მოსწავლეებს, რომ შეაფასონ მათი
პროგრესი, აზროვნება და სწავლა, ასევე მოახდინონ რეფლექსია მეთოდების გასაუმჯობესებლად.ჯგუფურ
მუშობაზე დაკვირდება აფასებს
თანამშრომლობის უნარებს.დაკვირვების შედეგად
გაკეთებული ჩანიშვნები ხელს
უწყობს სწავლების დაგეგმვას და თვალსაჩინოებას სძენს საბოლოო
შეფასებებს.ინდივიდუალური და ჯგუფური სტრუქტურირებული პირისპირ ინტერვიუები დაგეგმილია გაგების
შესამოწმებლად. ინტერვიუს კითხვები მოსწავლეებს უბიძგებენ, რომ
ახსნან და დაასაბუთონ მათი
გაგების დონე არსებული მომენტისათვის. სტრუქტურული დაკვირვება მსგავსია, თუმცა
გამოიყენება უნარის, პროცესის და შესრულების შესამოწმებლად. მისი
ჩატარება მოსწავლეებსაც შეუძლიათ. შესრულება არის
დემონტრირებები და ღონისძიებები, რომლებსაც მოსწავლეები აწყობენ
და ასრულებენ სწავლის
მიზნით. (მაგალითები იხილეთ
შემდეგ ცხრილში))
|
||||
სხვა
საკითხები
|
||||
წინარეცოდნა
|
||||
მოსწავლეს შეუძლია:
-მხატვრული ნაწარმოების დამოუკიდებლად წაკითხვა-გააზრება.
- ინფორმაციის მოძიება და ანალიზის უნარ-ჩვევები.
-დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები
- ტექნოლოგიების გამოყენება.
|
||||
სასწავლო პროცედურები
|
||||
პროექტის იდეა ჰანს ქრისტიან ანდერსონის ზღაპრის ,,ასანთის
გამყიდველი გოგონას“ კითხვის შემდეგ დაიბადა. საკითხი მეტად აქტუალურია,
ლიტერატურული ნაწარმოებებისა და ვიდეო ფილმების ჩვენება მომცემს
საშუალებას, განვიხილოთ დადებითი და
უარყოფითი გმირების თვისებები, გავმართავთ დისკუსიას. ამით დავეხმარები მოსწავლეებს წინარე ცოდის გააქტიურებაში.
დავსვამ ზოგადი კითხვას, რომელიც მთელი პროექტის განმავლობაში
იქნება განხილვის თემა -რა არის ოჯახი?
და რაში გვჭირდება ოჯახი?
პირველი -მეორე კვირა
მოსწავლეები წაიკითხავენ ლიტერატურული ნაწარმოებებს, მითითებული
მწერლებისა და ფაქტების შესახებ. უყურებენ ვიდეოფილმებს, გამოვავლენ თემის
ირგვლივ მოსწავლეების დამოკიდებულებას, როგორ ხედავენ ისინი ლიტერატურული
პერსონაჟების გავლენას თანამედროვე სამყაროზე და პარალელურად როგორ
გააცნობიერებენ ყველაზე ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებსა და ეკრანისეულ სიუჟეტს. ვთხოვ 2 კვირის
განმავლობაში წაიკითხონ ნაწარმოებები, მოვაწყობ ფილმის ერთობლივ ჩვენებას და სოციალური
პრობლემის თემაზე ვმართავ დისკუსიას.
მესამე -მეოთხე კვირა
მოსწავლეები მოიძიებენ და შეაგროვებენ ინფორმაციას, დაახარისხებენ,
დაალაგებენ შინაარსობრივად, ჩაატარებენ ქუჩის გამოკითხვას, მოახდენენ მოგროვილი
მასალის თავმოყრას, მრავალფეროვან ინტერესებსა და მოთხოვნილებებზე ვუზრუნველვყოფ
სხვადასხვა სირთულის საკითხავი მასალის წაკითხულის გააზრების უნარის
გაუმჯობესებას. მოსწავლეები გამოიყენებენ ვენის დიაგრამას, ანდერსენის
ზღაპრის პერსონაჟ ინგასა და თომას მანის
ანას შესადარებლად და შესაპირისპირებლად.
ერთად მომუშავე ჯგუფები შექმნიან მულტიმედიური პრეზენტაციას, სადაც
ზემოთხსენებული პერსონაჟების შედარებას და შეპირისპირებით ანალიზს გააკეთებენ.
პროექტის დასაწყისში წარვადგენ
ჯგუფური მუშაობისა და პროექტზე მუშაობის შეფასების რუბრიკას, რათა
მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მიიღონ ინფორმაცია პროექტის
მოლოდინების შესახებ და მუშაობის განმავლობაში შეძლონ თავიანთი პროგრესის
კონტროლი.
მეხუთე კვირა
დავსვამ შინაარობრივი შეკითხვას: რა არის ჩემს მიერ მითითებული
ნაწარმოებებისა და ნანახი ფილმების
მთავარი აზრი? განვიხილავთ მთავარი აზრის მნიშვნელობას. მოსწავლეებს
დავყოფ ჯგუფებად და გავუნაწილებ როლებს ( ინგა, ემილი, ანა, მის ჰენიგენი,
ლანკფრიტი,რუსტერი და ლილი) ავუხსნი, რომ სამუშაო ჯგუფური იქნება და მათი
დავალებაა- მოთხრობის სახით დაწერონ ახალი ამბავი თითოეული პერსონაჟის თვალთახედით.
განვიხილავთ, როგორ შეიცვლება სიუჟეტი
ქალბატონ ლანკფრიტის და მის ჰენინგენის მოყოლის შემდეგ.
თვალყურს ვადევნებ მათ ჯგუფურ მუშაობას და გამოვიყენებ მოკლე
ჩანაწერებს პროგრესის მონიტორინგისათვის.
ჯგუფები არჩეული პერსონაჟის მიხედვით შექმნიან ახალ ამბავს, წარუდგენენ
კლასს და გააკეთებენ თავიანთი შექმნილი ამბის პრეზენტავიას, ამის შემდეგ ისინი
ერთად შეიმუშავებენ გამოკითხვის ფორმას, რომლის საშუალებით გაიგებენ მკითხველთა
საერთო აზრს, ერთი ძირითადი შეკითხვის შესახებ: რამდენად შეიძლება შეიცვალოს
ნაწარმოები, იმის მიხედვით, თუ ვინაა მთხრობელი.
მეექვსე კვირა
ჯგუფებად გადანაწილებულ მოსწავლეებს ვთხოვ აირჩიონ ერთ-ერთი
უარყოფითი პერსონაჟი და შექმნან ,,ძებნილის“ აფიშა, აფიშა უნდა ასახავდეს
პერსონაჟის სახასიათო სახეს, რომელიც დაფუძნებულია ნაწარმოების ფაქტობრივ
ინფორმაციაზე.
დავსვამ თემატურ კითხვას: როგორი უნდა იყოს 21-ე
საუკუნის ბავშვთა თავშესაფარი? გავეცნობი მოსწავლეთა პასუხებს და დავავალებ
მოიძიონ ინფორმაცია საქართველოში არსებულ ბავშვთა თავშესაფარზე. მოახდინონ
შედარება ძველსა და ახალ ბავშვთა თავშესაფრებს შორის, აღნიშნონ ცვლილებები და
მოახდინონ მათი პრეზენტაცია კლასის წინაშე.
მეშვიდე
კვირა
დავავლებ მოსწავლეებს დაწერონ ესე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,
სიღრმისეულად გავაანალიზებთ და გავიაზრებთ, თუ რა იყო პროექტის მთავარი და
მნიშვნელოვანი საკითხი. წავახალისებ მოსწავლეებს, რომ თავად შექმნან ახალი
ზღაპარი ან მოთხრობა, მივცემ მითითებებს და დავეხმარები ახალი იდეის
განვითარებასა და დაგეგმვაში. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ნაწარმოების ახალ
ვერსიას შექმნიან, მოხდება თითოეული მოსწავლის ნაშრომის უკუკავშირი, ამით
მოსწავლეები დახვეწენ თავიანთ ნამუშევრებს თანატოლთა შენინშვნების საფუძველზე.
და ბოლოს შევაჯამებთ პროექტს და დავუბრუნდები შეკითხვას, ,,რაში
გვჭირდება ოჯახი?“ ისინი პასუხებს ფერად ფურცლებზე დაწერენ და მთლიან კლასთან
განვიხილავთ თითოეული მოსწავლის ნააშრომს.
მერვე კვირა
საჩუქრებით ვესტუმრებით ბავშვთა სახლს, გაეცნობიან და
დაუმეგობრდებიან ბავშვები ერთმანეთს, მათი მეგობრობა იქნება გულწრფელი და
ხანგრძლივი, რადგან ხშირად მოვინახულებთ ბავშვთა სახლს, დავაკავშირებ ერთმანეთს
ინტერნეტის საშუალებით, ექნებათ მიმოწერა, რასაც მუდმივად მივადევნებ თვალყურს.
მეცხრე - მეათე კვირა
მზადება სპექტაკლისათვის ,,ასანთის გამყიდველი გოგონა“
|
||||
დიფერენცირებული
სწავლება
|
||||
ნიჭიერი მოსწავლეები
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს ნებას დავრთავ
შემომთავაზონ თავიანთი ალტერნატიული დავალებები, რომელიც იქნება ჩემს მიერ მიცემული
დავალებების ექვივალენტური.
მივცემ მოსწავლეებს საშუალებას, რომ პროექტის განმავლობაში სირთულის
დონე თავად აირჩიონ.
|
|||
სასწავლო
პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
||||
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ,
რომელსაც
პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
||||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
||
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
|
||
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
|
||
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
|
||
პროგრამული
უზრუნველყოფა (მონიშნეთ,
რომელსაც
პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
||||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
|
||
ელ. ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
|
||
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
|
||
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა ----------
|
||
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
|
|||
ბეჭდური მასალები
|
იროდიონ ევდოშვილის ,,ორი ობოლი“
ჰანს ქრისტიან ანდერსენის ,,ასანთის
გამყიდველი გოგონა“
|
|||
ინვენტარი/მასალები
|
მიუთითეთ ძირითადი მასალები, რომლებიც
პროექტის განხორციელებისას გამოიყენებთ. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების მითითება,
რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
|
|||
ინტერნეტრესურსები
|
www.genesis.org.ge/orphanages2.htm
?v=O9KuI7kRzRs
www.youtube.com/watch
sos-childrensvillages.ge/
https://www.youtube.com/watch?v=w94caHtHMxY&t=933s
|
|||
სხვა რესურსები
|
წიგნი, რვეული, დაფა, მარკერი ფლიფჩარტი, ფერადი
ფურცლები და სხვა...
|
|||
რეფლექსია
როცა ჩვენ
ნაძვის
ხეს
და
საახალწლო
საჩუქრებს
ვარჩევთ
ოჯახის
წევრებისთვის,
სხვა
ბავშვები
კი
სათამაშოებისა
და
სუფთა
ტანსაცმლის
გარეშე
იზრდებიან,
–
საკუთარი
საზრუნავით
გართულნი,
ხშირად
ვერ
ვამჩნევთ
მათ,
ვისაც
შია
და
სასწრაფოდ
სჭირდება ჩვენი
დახმარება,
ვინც
მომლოდინე
თვალებით
შეჰყურებს
ყველა
გამვლელს
ორიოდე
თბილი
სიტყვისა
და
მცირეოდენი
დახმარების
იმედით.
მათთვის
ყურადღება
ორმაგად
მნიშვნელოვანია,
სიხარული
– უფრო
დასამახსოვრებელი.
ამ
ბავშვების
მომავლის
გადარჩენა
ალბათ
მხოლოდ
მათდამი ყურადღებას
შეუძლია.
პრობლემის
აქტიურობამ მიბიძგა დამეგეგმა და განმეხორციელებინა პროექტი,,ასანთის გამყიდველი
გოგონა“ IVკლასში-19 მოსწავლე-(5ბავშვიანი 4 გუნდი) უპირველეს ყოვლისა უნდა
განმესაზღვრა საჭიროებები, რომელთა განხორციელება უნდა გამხდარიყო პროექტის
მიზანი.
ესგ IV. 4. მოსწავლე ფლობს კითხვით ტექნიკას.
ესგ IV. 6. მოსწავლეს შეუძლეა მცირე ზომის სხვადასხა სახისა ჟანრის თხრობითი
ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება.
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენს:
მოსწავლეებმა მოიძიეს და წაიკითხეს სხვადასხვა
ლიტერატურულ ნაწარმოებები, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება
ინფორმაციის შინაარსისადმი. ისაუბრეს, თუ რაზე დააფიქრათ მხატვრულმა ნაწარმოებებმა.
აუჩნდათ სხვაზე ზრუნვისა და ემპათიის გრძნობა.
ლიტერატურული ნაწარმოებებისა და ვიდეოფილმების
ჩვენებამ საშუალება მომცა განგვეხილა დადებითი და უარყოფითი გმირების თვისებები. გავმართეთ
დისკუსია, ამით დავეხმარე მოსწავლეებს წინარე ცოდნის გააქტიურებაში.
დავსვი ზოგადი კითხვა, რომელიც მთელი პროექტის
განმავლობაში იყო განხილვის თემა ,,რაში გვჭირდება ოჯახი?“
I-II
კვირა. - მოსწავლეებს ვთხოვე 2 კვირის განმავლობაში წაეკითხათ ნაწარმოებები, მოვაწყვე
ფილმის ერთობლივი ჩვენება და სოციალური პრობლემის თემაზე გავმართეთ დისკუსია.
III-IV
კვირა. - მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, დაახარისხეს და დაალაგეს შინაარსობრივად,
მოახდინეს მოგროვილი მასალის თავმოყრა. ერთად მომუშავე ჯგუფებმა შექმნეს მულტიმედიური
პრეზენტაცია, სადაც პერსონაჟების შედარების და შეპირისპირების ანალიზი გააკეთეს.
V
კვირა. - განვიხილეთ მთავარი აზრის მნიშვნელობა.
მოსწავლეებს გავუნაწილე როლები, მათი დავალება იყო ჯგუფური. მოთხრობის მიხედვით უნდა
დაეწერათ ახალი ამბავი, თითოეული პერსონაჟის თვალთახედვით. არჩეული პერსონაჟის მიხედვით
შექმნენ ახალი ამბავი, წარუდგინეს კლასს და
გააკეთეს თავიანთი შექმნილი ამბის პრეზენტაცია.
VI
კვირა. - მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოში არსებულ ბავშვთა თავშესაფარზე
და მოახდინეს შედარება ადრინდელსა და თანამედროვე თავშესაფრებს შორის. აღნიშნენ ცვლილებები
და მოახდინეს პრეზენტაცია.
VII კვირა.
- მოსწავლეებმა დაწერეს ესე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და სიღრმისეულად გაიაზრეს
თუ რა იყო პროექტის მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი.
VIII, IX,X კვირა . - მზადება სპექტაკლისთვის
,,ასანთის გამყიდველი გოგონა“.
დადგა სპექტაკლის დღე. -- ბავშვებმა შესანიშნავად წარადგინეს სპექტაკლი,
ეს იყო ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე მათ სასკოლო ცხოვრებაში.(წარმოდგენას ესწრებოდნენ:
სკოლის გენერალური დირექტორი, სკოლის აღმასრულებელი დირექტორი,კათედრის ხელმძღვანელი,მასწავლებლები,
უცხოელი სტუმრები და მშობლები). თითოეულმა მოსწავლემ არჩეული ზღაპარი შესანიშნავად გაითამაშეს როლებში,რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
დამსწრე საზოგადოებაზე.ეს ზღაპარი მიტომ .ვფიქრობ,პროექტით მისაღწევ მიზანს მივაღწიე
და შედეგზე გავედი.ამას მოწმობს ის ფაქტი,რომ მათ კითხვა შეუყვარდათ.კვირაში ერთხელ
დღესაც ვაგრძელებ გამოკითხვას,ვინ რა ნაწარმოები წაიკითხა.გარდა ამისა,მოსწავლეები
ხშირად იყენებენ წაკითხულ ნაწარმოებებს ლიტერატურულ პარალელად,რაც ძალიან მახარებს
და მიღწეული შედეგის გრძელვადიან პერსპექტივაზე მიმანიშნებს.პროექტის ამსახველი ფოტო
და ვიდეომასალა მაქვს. ასევე მაქვს სპექტაკლი“ასანთის გამყიდველი გოგონას“ ფოტო და
ვიდეომასალაც.
პროექტმა მასწავლა,რომ თითოეული აქტივობის
განხორციელების შემდეგ აუცილებელია ანალიზი, შემდეგი ნაბიჯის სწორად დასაგეგმად. ჩემს
ბლოგზე ......................... ატვირთული
მაქვს პროექტის პრეზენტაციის მომზადებაში და წარდგენაში ჩართული მოსწავლეების ფოტოები,
რომლებიც ასრულებენ პროექტის დავალებებს,ასევე სპექტაკლ ,, ასანთის გამყიდველი გოგონას“
ვიდეო მასალაც.
პროექტი
1.პროექტის სახელი: დედაშვილობა
2: პროექტის
მთავარი იდეა: დედა, ყველა ჩვენგანისათვის სათაყვანო არსებაა, მაგრამ ეს
არ კმარა. საჭიროა, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ამ
ადამიანებს ,რაოდენ მნიშვნელოვანი არიან ისინი ჩვენთვის, კიდევ ერთხელ მოვეფერთ , ვაჩვენოთ, როგორ ვზრუნავთ მათზე.
დადაშვილობის
მნიშვნელობა ადამიანებში,ცხოველებში,ფრინველებში და მწერებში,მისი სიძლიერე და
ძალა ცხოვრებაში.
3: პროექტის აქტუალობა: დღევანდელი
გარემო პირობებიდან გამომდინარე, ბევრი, დედის სითბოს მოკლებული იზრდაბა, ამიტომ
შევახსენოთ მოსწავლეებს დედაშვილობის მნიშვნელობა და მისი ძალა.
4: პროექტის
მიზანი: პროექტის
მიზანია ბავშვებმა მოიძიონ და წაიკითხონ ლიტერატურული ნაწარმოებები დედაზე,
მოიკვლიონ, როგორი სახის დედაშვილობა არსებობს. განასხვავონ მხატვრულ ნაწარმოებში
,მსგავსება და განსხვავება ადამიანურ,ცხოველურ,ფრინველებსა და მწერებს
შორის გრძნობებზე. უყურონ ფილმები დედაშვილობაზე, გააკეთონ სლაიდები,ფოტო მასალა,
გაზეთები,მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები
5: მონაწილეთა
ასაკი: 9-10 წელი
6: ვადები/
ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7: მოსალოდნელი შედეგები: მთავარი შედეგი იქნება ის, რომ მოსწავლეები
გაეცნობიან ნაწარმოებებს თუ ხელოვნების
ნიმუშებს, მიიღებენ უამრავ ინფორმაციას, შეისწავლიან სხვადასხვა ქვეყნის ადათ-
წესებს და გამოუმუშავდებათ კვლევის, გარჩევისა და გაანალიზების უნარი. განუვითარდებათ
ინფორმაციის დახარისხების უნარი,თანაგანცდისა და ემფატიის უნარი,თანამშრომლობის და
პრეზენტაციის უნარი.ასევე შექმნიან სლაიდებს,
ფოტომასალას ,მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციებს, დაწერენ მოთხრობებს და ესეებს. გაკეთდება სლაიდშოუ სხვადასხვა მხატვრის თუ
მოქანდაკის მიერ ამ თემაზე შექმნილი შედევრების გამოყენებით; შეიქმნება DVD დისკი
მუსიკალური ჩანაწერებით დედაზე, ჟურნალი, ვებ–ბლოგი; გათამაშდება სცენები
პიესებიდან და ფილმებიდან.
8: პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები: ვიდეო და
აუდიო მასალა, მონიტორი, კომპიუტერი, ფერადი ფურცლები, ფორმატი, მარკერი, დაფა,
ცარცი, რვეული, წიგნი.
პროექტის
შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები კლასში იმუშავებენ
ჯგუფებად-თითოეულ ჯგუფს ექნება თავისი დავალება და საკვლევი საკითხი.
9: პროექტის
მსველობა:
ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ
სიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის. სხვა ყველა დანარჩენი გრძნობა წარმავალია.
ყველაზე მძიმე განცდებსაც კი, დრო ჰკურნავს, მხოლოდ დედის გული არასოდეს ივიწყებს
შვილებს. დედის ცხოვრების ყველა წუთი, შვილებზე ზრუნვით არის სავსე.მისი ცხოვრების
უმთავრესი მიზანი შვილებია. ის თავის თავს მთლიანად მათ უძღვნის, მხოლოდ მათ
ბედნიერებაზე ფიქრობს, საკუთარი თავისთვის სულ მცირედი არ ემეტება.
დედის გული შვილის ცხოვრების ყველა
მოვლენას ეხმიანება-იქნება ეს მწუხარება თუ სიხარული,ბედნიერი თუ უბედური
ცვლილებები მის ცხოვრებაში.დედის ცრემლები წმინდა და სულის შემძვრელია,ისევე როგორც
სიხარული, ვინაიდან ერთიც და მეორეც სულის სიღრმიდან მოდის. დედის გული ურყევი
სიყვარულის დაულეველი წყაროა.
პირველი
კვირა: მოსწავლეები გაეცვნენ პროექტის
იდეას, ჩამოაყალიბეს თემასთან დაკავშირებული საკითხები. ბავშვებმა დიდი სიხარულით
დაამზადეს დედებისათვის მისალოცი ბარათები, ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო ის
პრეზენტაცია, სადაც თითოეულმა ბავშვმა დედის სიყვარული წერილებით გამოხატა.
დახატეს დედიკოები და სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ მათ ყველაზე ლამაზი დედიკოები
ჰყავთ.
მეორე
კვირა: აქტუალურად, ერთობლივად წაიკითხეს რამდენიმე თემასთან დაკავშირებული ნაწარმოები,
გაიაზრეს და გააანალიზეს ისინი.უპასუხეს თემასთან დაკავშირებულ კითხვებს, უყურეს ვიდეოფილმებს დედაშვილობაზე.
მესამე
კვირა:
ბავშვები დაიყოფა 4 ჯგუფად:
1 ჯგუფმა წაიკითხა ნოდარ
დუმბაძის ,,დედას“.
2 ჯგუფმა წაიკითხა რევაზ ინანიშვილის
,,დედას“.
3 ჯგუფმა წაიკითხა იაკობ
გოგებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“
4 ჯგუფმა წაიკითხა ვაჟა ფშაველას,, შვლის ნუკრის ნაამბობი.“
როდესაც მოსწავლეები ჯგუფებში
გადანაწილდნენ, ვაცნობე მათ, რომ უნდა შექმნან პრეზენტაცია, რომელშიც მოკლედ
მიმოიხილავენ და თანაკლასელებს გააცნობენ შერჩეულ ნაწარმოებს. მოსწავლეებს ავუხსენი,
რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარშიც
უნდა მიიღონ. დავარიგე შეფასების რუბრიკა. განვიხილეთ ერთობლივ მუშაობასთან
დაკავშირებული მოლოდინები და ვთხოვე მოსწავლეებს იხელმძღვანელონ რუბრიკით ჯგუფური
მუშაობის დროს. ასევე დავალე
თითოეულმა ჯგუფს, მოიძიათ ინფორმაცია დედის დღესა და ქალთა დღის
შესახებ.
მეოთხე
კვირა: პრეზენტაციაზე მუშაობა.
მოსწავლეებს დავურიგე პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკა. თითოეულ ჯგუფს მიეცა დრო
ფორმატის სახით თავიანთი ნაწარმოების წარმოსადგენად . პრეზენტაციების დასრულების
შემდეგ მოსწავლეებს უკუკავშირის გააზრების და სხვა ჯგუფებისთვის კითხვების დასმის
შესაძლებლობა მივეცი. ასევე ვთხოვე მოსწავლეებს დაეწერათ ესე დედაზე.
შევაჯამეთ პროექტი, ვიმსჯელეთ
მომსწავლეების ნააზრევზე და მათ მიერ დასმულ კითხვებზე. ასევე გამოვყავი დრო
მოსწავლეების ჯგუფური და ინდივიდუალური თვითშეფასებისათვის.
10:საგანებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურა, ხელოვნება, ხატვა, მუსიკა.
11:პროექტის
ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ირმა
გაჩეჩილაძე
12:ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: gachechiladzeirma@gmail.com
13:პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი: https://progresiirmagachechiladze.blogspot.com/
დედას ვერავინ და ვერასოდეს შეცვლის, რაც არ უნდა ბევრი თბილი და კეთილი სიტყვა ვუთხრათ, მაინც არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ამაგი დაუფასოთ.
გაუფრთხილდით, გიყვარდეთ და პატივი ეცით დედიკოებს, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მათ შეძლონ თქვენით იამაყონ, მასთან ერთად გაიზიარეთ ყველა სიხარული და მწუხარება, მოეფერეთ ყოველ დღე და უთხარით, რომ აფასებთ თითოეულ მასთან გატარებულ წამს… იმ წამებს, როდესაც შეგიძლიათ მას კეთილ, ჭკვიან და სიყვარულით სავსე თვალებში ჩახედოთ.
დედა მიყვარხარ! ხშირად გაუმეორეთ – ის ამას იმსახურებს და დამიჯერეთ ამ სიტყვების მოსმენა ყოველთვის გულს უთბობს.
პროექტის
რეფლექსია
პროექტი: ,, დედაშვილობა’’
ირმა
გაჩეჩილაძე- ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის“ დაწყებითი კლასების პედაგოგი.
სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და
მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ამ ტიპის სწავლება პრობლემების გადაჭრისა და
ინიციატივების განხორციელების უნიშვნელოვანეს წინაპირობად მიმაჩნია.სასწავლო
პროექტი მასში მონაწილე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს შეკრიბონ წინარე ცოდნა,
შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საკუთარი უნარ-ჩვევები, დანერგონ
და პრაქტიკულად გამოიყენონ ისინი.
იმან, რომ პროექტი ეხებოდა ყველაზე
ახლობელ ადამიანს- დედას,შეთავაზებისთანავე დიდი ინტერესი გამოიწვია
მეოთხეკლასელებში
გადავწყვიტეთ, ჯგუფებად დაგვეყო
კლასი და შევდგომოდით თემის შესაბამისი პროზაული და პოეზიის ნიმუშების
მოძიებას.დიდი ენთუზიაზმით ვიმუშავეთ
მე-4 კლასელებს შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოძიებული
მასალის შინაარსმა , ამიტომ გავამთლიანეთ მოძიებული მასალა და
ბავშვებმა ზეპირად დაისწავლეს შერჩეული ადგილები;
ინტერნეტსივრცეში მოპოვებული სურათებით
ვიზუალურად გავაფორმეთ სათქმელი. ერთი ტექსტი როლუდად გავითამაშეთ...
ზეპირად ავითვისეთ და მხატვრულად წავიკითხეთ
ცნობილი ქართველი მწერლებისა და პოეტების ტექსტები (რევაზ ინანიშვილის
,,დედა“,გოდერძი ჩოხელის ,,ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია’’,ნოდარ
დუმბაძის,,დედაშენი არის ღმერთი’’, ჩოხელის,,სანამ დედა ცოცხალია..’’,ოთარ ჭილაძის
,,ცოლის მაგიერი შეიძლება იშოვოს კაცმა, დედისა კი ვერა’’,ოთარ ჭილაძის ,,მიწაზე
მძიმე’’, ოთარ ჭილაძის,, თუ დედა არ გენატრება’’, დუმბაძის ,,დედა’’(მზიანი ღამე),
ლეონიძის ,,დედას’’;’ნიშნიანიძის, ჩოხელის, ხარანაული,სულაკაურის ლექსები, ხალხური
პოეზიის მარგალიტები:,,ლექსი ვეფხისა და მოყმისა ‘’, ლექსო, ამოგთქომ’’,
თანამდეროვე პოეზიის ნიმუშები...)
ჯგუფებმა გააკეთეს
წინასწარ დარიგებული ნაწარმოებების პრეზენტაცია. ბავშვები დაიყოფა 4 ჯგუფად:
1 ჯგუფმა წარადგინა ნოდარ
დუმბაძის ,,დედას“.
2 ჯგუფმა წარადგინა რევაზ
ინანიშვილის ,,დედას“.
3 ჯგუფმა წარადგინა იაკობ
გოგებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“
4 ჯგუფმა წაიკითხა ვაჟა ფშაველას,, შვლის ნუკრის
ნაამბობი.“
გავაკეთეთ კოლაჟი:ყველა მოსწავლის სურათი,
დედასთან გადაღებული.ეს მშობლების სიურპრიზი იყო
შთამბეჭდავი პრეზენტაცია გაიმართა.
შეფასებაც იყო შესაბამისი როგორც მშობლებისა და მასწავლებლების, ისე კოლეგებისა და
შეფასების ჯგუფის მხრიდანაც.
უპირველესად,
შევქმენით ჯგუფები და თემატურად გადავანაწილეთ
სამუშაო, ვკურირებდი თითოეული ჯგუფის საქმიანობას.მუშაობის პროცესში
ვიხელმძღვანელე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით,რომლის მიხედვითაც:
სასწავლო
პროექტმა მოსწავლეებს განუვითარა შემდეგი უნარები:
მხატვრული
კითხვის, გააზრების, ზეპირად ათვისების, მსჯელობის, თანამშრომლობის,
შემოქმედებითობის, მასალის მოძიების.
მათ
გაიღრმავეს ცოდნა, ისტ-ის გამოყენებით;
შექმნეს
საპრეზენტაციო სლაიდები;
გადაიღეს
ფოტოები და პრეზენტაციის ამსახველი ვიდეომასალა.
პროექტი
გაგრძელდა 4 კვირას.
პრეზენტაცია
იყო საინტერესო,აქტუალური, ხასიათიდან გამომდინარე, ამაღლებულიც.
პროექტის
ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობის გამოცდილება მომავალშიც დაეხმარება ჩემს
მოსწავლეებს გადაწყვეტილებათა შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის
გაუმჯობესებაში.მოზარდებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და
ანალიზის უნარი.
პროექტის
შედეგები შეესაბამება დასახულ მიზნებს.
ამ
პროექტიდან გამომდინარე, ჩემმა მოსწავლეებმა უკვე იციან,
რომ - დედა ღმერთია, ყველა დედაამქვეყნიური ანგელოზია,ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენსრომ ჰგავს . . . დედა არც აირჩევა, არც გაიყოფა, შენიც იმდენია, რამდენიც შენი ძმისა, ორნიკი არა, შეიძლება ათნი იყოთ, დედა კი ერთია და ათივესთვის ერთნაირი.”,,თუ დედა არგენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედისმონატრებაა ადამიანობა...
და ჩვენც
პროექტი ვუძღვენით
,,ძვირფას დედას ,რომელმაც მასწავლა იების სისპეტაკისა და მშობლიური მიწისსიყვარული.’’(გოგლა)
1. პროექტის სახელი:
,,ჯადოსნური ზღაპარი“.
2.
პროექტის ავტორი: დაწყებითი
კლასის პედაგოგი - ირმა გაჩეჩილაძე
3. სკოლა: ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესი“.
4.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეების წიგნიერების ხარისხის
გაუმჯობესება და
ინტელექტის ამაღლება
ერთ-ერთი
მთავარი მიზანია
სასწავლო პროცესისა.
მოსწავლეებს მიეცემათ
ზღაპრების ნუსხა,
რომელიც უნდა
წაიკითხონ გარკვეულ
ვადაში, სიღრმისეულად გააცნობიერებენ ზღაპარს,
როგორც ლიტერატურის ერთ-ერთ
ჟანრს, განასხვავებენ წაკითხულსა და
ეკრანზე ნანახს.
პროექტის ფარგლებში
მოსწავლეები დაიყოფა
ოთხ ჯგუფად.
Iჯგუფი-წაიკითხონ
ქართული ზღაპრები
და პარალელი
გაავლონ ქართულ
ანიმაციასთან. II ჯგუფი-
წაიკითხონ ძმები
გრიმებისა და
ჰანს ქრისტიან
ანდერსენის ზღაპრები
, პარალელი გაავლონ
იმავე ზღაპრების
ანიმაციასთან. III ჯგუფი-
მოიძიონ ინფორმაცია ვოლტ დისნეისა
და მისი
ანიმაციური ფილმების
შესახებ, პარალელი
გაავლონ წაკითხულ
ზღაპრებთან. IV ჯგუფი-
მოახდინონ გამოკითხვა საკუთარსა და
მეგობრების ოჯახზე
,, ჩემი ოჯახის
საყვარელი ზღაპარი“პარალელი გაავლონ
წიგნსა და
ეკრანს შორის.
თითოეული ჯგუფი
გააკეთებს პრეზენტაციას, წაკითხული ზღაპრებიდან აირჩევენ ერთს,
რომელსაც გაითამაშებენ როლებში.
5. საგანი: ქართული
6. დონე/ასაკი: დაწყებითი
საფეხური / IIIკლასი
7. ვადები/ ხანგრძლივობა : 5თვე
8.
შინაარსობრივი სტანდარტი
და ინდიკატორები:
ქართ.III.6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და
ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი
ამბის...) დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
ქართ.III. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქარ.III. 9. მოსწავლეს
შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და
აუდიომასალა.
ქართ.III.12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად
შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
9. მოსწავლეების ამოცანები/სწავლის
შედეგები:
მოსწავლე შეძლებს :
მოიძიებენ ქართულ
და უცხოურ
ზღაპრებს, რომლებშიც
იქნება აღწერილი
სხვადასხვა საინტერესო მოვლენები, შეაგროვებენ მათთვის
საინტერესო ერთი
ტიპის ზღაპრებს,
დააჯგუფებენ, განსაზღვრავენ ზღაპრის რაობას,
ამოიწერენ მათთვის
საინტერესო მასალას,
შეარჩევენ სახელწოდებებს ზღაპრების
ძირითადი მოვლენებიდან გამომდინარე, გაუცვლიან ერთმანეთს
მოსაზრებებს, ზღაპრულ
მოვლენებს დაუკავშირებენ თანამედროვე ტექნიკის
მიღწევებს და
იმსჯელებენ აიხდინა თუ
არა ზღაპრულმა
სამყარომ ოცნება.
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ უნარები: ახალი იდეების
განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება; სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება; წიგნთან, კომპიუტერთან მუშაობის
უნარი, კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნება.
მოსწავლე შეძლებს ზღაპრის, როგორც ლიტერატურის ჟანრის დამოუკიდებლად წაკითხვას და გაგება-გააზრებას,
10. მიმართულების მიმცემი
საკვანძო შეკითხვა:
ზოგადი
კითხვა: რა
არის ზღაპარი?
როგორ ვიმოგზაუროთ ოცნებების სამყაროში?
თემატური კითხვები: რა მნიშვნელობა აქვს ზღაპარს
თანამედროვე ცხოვრებაში?
როგორ
ლიტერატურას უნდა
ვკითხულობდეთ ჩვენს
ასაკში?
რას უნდა დააკვირდეთ კითხვის პროცესში?
როგორ
ამდიდრებს ლექსიკურ
მარაგს კითხვა?
შინაარსობრივი კითვები: რა განსხვავებაა ზღაპარსა და
ანიმაციას შორის?
ახდა თუ
არა ზღაპრული
ოცნებები?
11. შეფასების გეგმა/შეფასების დროის ჩარჩო:
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე:
მინილექცია მოსწავლეებთან წიგნიერების საჭიროების შესახებ.გონებრივი იერიში,შეკითხვების დასმა.ჩემს მიერ მომზადებული რესურსების, ბმულებისა და
რეკომენდაციების მიცემა.
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს:
მოსწავლეს ბუნდოვანი
წარმოდგენა აქვს ზღაპრის გმირების თვისებებზე, იმაზე კი
ამხვილებს ყურადღებას რომ ზღაპარი
ყოველთვის სიკეთით
მთავრდება.გამოიყენენ ზღაპრების წიგნი
და ტექნოლოგია. მოახდინენ შედარება
წიგნსა და
ტექნიკას შორის.
პროქტზე მუშაობის
დასრულების შემდეგ: კითხვარი
მოსწავლეებისათვის პროექტით მიღებული ცოდნისა და პროექტის მიმდინარეობის პროცესში წარმოდგენილ
პრობლემათა დასადგენად. პრეზენტაცია მუშაობაში ჩართული მოსწავლეების ფოტოებით, რომლებიც
ასრულებენ პროექტის დავალებას.
12. შეფასების მოკლე
შინაარსი:
შეკითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში, რომ შემოწმდეს მოსწავლის აზროვნება და
მიეცეს ანალიზის შესაძლებლობა. მოკლე ჩანაწერები ხელს უწყობს მასწავლებელს, თვალი მიადევნოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს. ჩანაწერები, ასევე, საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ, რამდენად კარგად ესმით მოსწავლეებს გარკვეული
ცნებები და გამოიყენოთ გაუგებარი ცნებების ხელმეორედ შესწავლისთვის. პრეზენტაციის რუბრიკას
მოსწავლეები იყენებენ მასწავლებლის შეფასებამდე საკუთარი პრეზენტაციების შესაფასებლად. რუბრიკა წარმოგვიდგენს ნაშრომების შემოწმების კრიტერიუმს სხვადასხვა
გადმოსახედიდან; მათ მოსწავლეები იყენებენ წერის დროს საბოლოო პროდუქტის შეფასებისას. პრეზენტაციებიდან
მოსწავლეების პასუხები ზოგად შეკითხვაზე გვაწვდიან ინფორმაციას, როგორ დააკავშირეს ნაშრომები პროექტის ფართო მნიშვნელობის
საკითხებთან.
13. საბაზისო უნარ-ჩვევები:
ბიბლიოთეკაში მუშაობისა
და ინტერნეტ რესურსების მოძიების უნარები
ტექსტის დამუშავების უნარ–ჩვევები;
საპრეზენტაციო პროგრამის
ცოდნა;
ჯგუფში მუშაობა.
14. სასწავლო პროცედურები:
პირველი და მეორე თვე
გონებრივი
იერიშის გამოყენებით მოსწავლეებს დავუსვამ
შეკითხვებს: ,,რა არის ზღაპარი?“, ,,რატომ იგონებენ ზღაპრებს?,, მოსწავლეები თავიანთ მოსაზრებებს დააფიქსირებენ.
ეს დაეხმარება მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში, გამოვავლენ
მოსწავლეების დამოკიდებულებას და საკითხის ირგვლივ შესაძლო არასწორ წარმოდგენებს. შემდეგ
მოსწავლეებს ვთხოვ, დაასახელონ მათთვის ნაცნობი ზღაპრები. განვუმარტავ მოსწავლეებს,
რომ პროექტის ფარგლებში გაეცნობიან ხალხურ და ლიტერატურულ ზღაპრებს. ვაჩვენებ ჩემ მიერ
მომზადებულ პრეზენტაციას
მეზღაპრეებზე, რათა წავახალისო, გავაღვივო მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა და ინტერესი.
გავაცნობ პუბლიკაციას მოსწავლეებს და მშობლებს პროცედურების მოლოდინებისა და ვადების განხილვისთვის.
მივუთითებ ინფორმაციას, სადაც განთავსებულია ქართული
ხალხური და ლიტერატურული ზღაპრები, მეზღაპრის ბლოგი, იმ მოსწავლეებს , ზღაპრების ილუსტრაციებს,
ანიმაციებს, მივუთითებ, რომ ბიბლიოთეკიდან გამოიტანონ წიგნები (მოსწავლეები გაწევრიანებული
მყავს სასკოლო ბიბლიოთეკაში, აქტიურად კითხულობენ ლიტერატურას და შემდეგ კლასში ვარჩევთ).
ვთხოვ წაიკითხონ ზღაპრები ორი თვის განმავლობაში. ორი თვის შემდეგ კი უნდა
დაასახელონ მათთვის საყვარელი ზღაპარი და ანიმაციები, წარმოადგინონ პრეზენტაციები.
მესამე თვე
მიცემული დავალების შესრულების,
ანუ ზღაპრების წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვურიგებ მკითხველის კითხვარს, თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული
დავალებების შესახებ მონაცემების შესაგროვებლად. მისი შევსების შემდეგ მოსწავლეები
აკეთებენ
პრეზენტაციებს საყვარელ ზღაპრებზე, შემდეგ ფლიპჩარტზე ჩამოვწერ არჩეული ზღაპრებისა
და ანიმაციების სახელწოდებებს და ვიწყებთ დიაგრამის
აგებას. როდესაც
მოსწავლეები კვლევას დაასრულებენ, ჯგუფებში გადანაწილდებიან. ინდივიდუალური
კვლევის შედეგები ჯგუფურ მულტიმედიურ პრეზენტაციაში გაერთიანდება. ვაცნობებ მათ, რომ პრეზენტაცია უნდა შექმნან, რომელშიც მოკლედ მიმოიხილავენ
და თანაკლასელებს გააცნობენ შერჩეულ ზღაპარს.
მოსწავლეებს ავუხსნი, რომ პროექტზე
მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში უნდა მიიღონ. დავარიგებ
შეფასების რუბრიკას. გავნიხილავთ ერთობლივ
მუშაობასთან დაკავშირებულ მოლოდინებს და ვთხოვთ მოსწავლეებს იხელმძღვანელონ რუბრუკით
ჯგუფური მუშაობის დროს.
მეოთხე
თვე
პრეზენტაციებზე მუშაობა. მოსწავლეებს
დავურიგებ პრეზენტაციის
კრიტერიუმების სიას, პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას და სანამ მასზე მუშაობას შეუდგებოდნენ,
ვუპასუხებ მათ კითხვებს. პრეზენტაციის მომზადებისას ნებას ვრთავ გამოიყენონ აღნიშნული
ჩამონათვალი გზამკვლევის სახით. მოსწავლეებს ვთხოვ, ქაღალდზე ჯერ
შავად დაწერონ, ვინ რომელ თემაზე იმუშავებს, რა მასალას შეიტანენ მარტივი ტექსტის
სახით, დარწმუნდნენ, რომ ყველა კომპონენტი მზადაა, შეასწორონ გრამატიკული შეცდომები
. როცა მოსწავლეებს გასწორებული შავი ნაწერი ექნებათ, დავავალებ ფორმატზე პრეზენტაციის მომზადებას, რომელსაც ვაფასებ განმავითარებელი
შეფასებით.
მეხუთე
თვე
თითოეულ
ჯგუფს მიეცემა დრო ფორმატის სახით საკუთარი არჩევანის წარმოსადგენად. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს უკუკავშირის გაზიარების და სხვა ჯგუფებისთვის
კითხვების დასმის შესაძლებლობას ვაძლევ. ასევე, გამოვყოფ დროს მოსწავლეების მიერ ინდივიდუალური
და ჯგუფური თვითშეფასებისთვის, შედეგებს კი გავითვალისწინებ ჩემ მიერ
განხორციელებული შეფასების დროს. პროექტის დასასრულს ვიყენებ ვენის
დიაგრამას
წაკითხული
ზღაპრებისა
და
ანიმაციური
ფილმების შესადარებლად და
შესაპირისპირებლად,
ვიმსჯელეთ, შევაჯამეთ
პროექტს
მოსწავლეების ნააზრევის ზოგადი შეკითხვის შესახებ: რატომ იგონებენ
ადამიანები ზღაპარს?
დასკვნითი აქტივობა
ჩვენი კლასის მონიტორზე ვაჩვენებ სლაიდშოუს,
მუშაობაში ჩართული მოსწავლეების ფოტოებს, რომლებიც ასრულებენ პროექტის დავალებებს. გავუზიარებ ჩვენს ნამუშევრებს საზოგადოებას. ვატარებთ შემოქმედებით ღონისძიებას ,,შრეკი ზღაპრების
სამყაროში ,,
15. დიფერენცირებული სწავლება:
სპეციალური სწავლება - კონკრეტულად სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე
არ ირიცხება
იმ კლასში,
რომელშიც დავგეგმე
ეს პროექტი.
თუმცა ასეთი
მოსწავლეებისათვის შესაძლებელია მათი შესაძლებლობების ფარგლებში შესაბამისი დავალებების შეთავაზება და მატი
აქტიური ჩართვა
პროექტში, ასევე
მათი დასაქმება
საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები - წავახალისებ, რათა მათ არა
ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას
მიაგნონ. სამუშაოზე ფოკუსირების მიზნით;წავახალისებ, გამოიყენოს შედარებით მაღალტექნოლოგიური
ელემენტები პრეზენტაციის შესაქმნელად
16. პროექტისათვის საჭირო რესურსი:
სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სასწავლო მასალა,
ზღაპრები, ბიბლიოგრაფიული მასალები, ანიმაციური ფილმები, ტელევიზორი, ინტერნეტკავშირი,
პრინტერი, ფოტოკამერა, მობილური ტელეფონი,დაფა,
ცარცი, ფერადი ფურცლები, ფორმატი, ფლიფჩარტი, ფანქრები, კალმები და სხვა.
პროექტის
რეფლექსია
ახალგაზრდა თაობის
წიგნიერება და
მისი დაინტერესება მხატვრული ლიტერატურით ყოველთვის აქტუალური
პრობლემაა. ეს
განსაკუთრებით აქტუალური
გახდა ჩვენს
დროში, რადგან
ინფორმაციის საშუალებების სიმრავლემ და
მრავალფეროვნებამ კიდევ
უფრო დააშორა
ახალგაზრდები წიგნს.
მასწავლებლის პირდაპირი
დანიშნულება და
ვალდებულებაა შეაყვაროს
კითხვა მოსწავლეებს, იზრუნოს მათ
ინტელექტუალურ განვითარებაზე, შესძინოს და
განუვითაროს სხვადასხვა ჟანრის, ტიპის ნაწარმოებების გაანალიზების უნარი.მასწავლებლის სტანდარტი:
მუხლი 14.2 ა)
სხვადასხვა ტიპის,
სტილისა და
ჟანრის მხატვრული
და არამხატვრული ტექსტების გაანალიზება შინაარსობრივი, იდეური, ფუნქციური
თვალსაზრისით; ბ)
ტექსტის ანალიზი
სტრუქტურისა და
ენობრივ-გამომხატველობითი საშუალებების გათვალისწინებით;
პრობლემის
აქტიურობამ მიბიძგა დამეგეგმა და განმეხორციელებინა პროექტი,,ჯადოსნური ზღაპარი“ IIIკლასში-19
მოსწავლე-(5ბავშვიანი 4 გუნდი) უპირველეს ყოვლისა უნდა განმესაზღვრა საჭიროებები, რომელთა
განხორციელება უნდა გამხდარიყო პროექტის მიზანი.
ესგ III.
4. მოსწავლე ფლობს კითხვით ტექნიკას.
ესგ III. 4. მოსწავლეს შეუძლეა მცირე ზომის სხვადასხა სახისა ჟანრის თხრობითი
ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება.
ქართული ენისა
და ლიტერატურის სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენს: შეაყვაროს კითხვა
; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის
ხელოვნებისა და
კულტურის ფაქტის
აღქმისა და
გაცნობიერების უნარი.
ჩემ მიერ
შედგენილი კითხვარის საშუალებით შევძელი გამერკვია, რამდენად ბევრ წიგნს კითხულობენ
მოსწავლეები, რომელი ჟანრის და თემატიკის ნაწარმოებებს ანიჭებენ უპირატესობას და რა
წაიკითხეს ბოლოს.კითხვარი მაძლევს საშუალებას განვსაზღვოთ ავტორებისა და წაკითხული
ზღაპრების ჩამონათვალი.
პროექტის
ფარლებში მოსწავლეები დავყავი ოთხ ჯგუფად. I ჯგუფმა წაიკითხა ქართული ზღაპრები და პარალელი
გაავლეს ქართულ ანიმაციასთან. II ჯგუფმა- ძმები გრიმებისა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის
ზღაპრები და პარალელი გაავლეს იმავე ზღაპრის ანიმაციასთან. III ჯგუფმა- მოიძიეს ინფორმაცია
ვოლტ დისნეისა და მისი ანიმაციური ფილმების შესახებ. წაიკითხეს ის ზღაპრები, რომლის
მიხედვითაც გადაიღეს ანიმაციური ფილმები. IV ჯგუფმა გამოიკითხა საკუთარი და მეგობრის ოჯახები ,,ჩემი
საყვარელი ზღაპრების“ შესახებ. პარალელი გაავლეს წიგნსა და ეკრანს შორის.
5 თვის
განმავლობაში კითხულობდნენ ზღაპრებს, პარალელს
ავლებდნენ ანიმაციასთან. I-II თვე
მოანდომეს მხოლოდ ზღაპრების წაკითხვას. III თვე -პარალელი გაავლეს შესაბამის ანიმაციასთან
და ავსებდნენ ჩემ მიერ მიწოდებულ კითხვარს. IVთვე- ნელ-ნელა დაიწყეს
მზადება პრეზენტაციისთვის, მივეცი მითითება, თითოეულ ჯგუფთან ვმუშაობდი ინდივიდუალურად
და ვარკვევდი ვინ რომელ თემაზე იმუშავა. V თვე უკვე ვამოწმებ რა მასალა მოამზადეს
პრეზენტაციისთვის. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ მითითებას, თუ როგორ მოამზადონ პრეზენტაცია
ფორმატზე, გავაკეთეთ უკუკავშირი, ვიმსჯელეთ
და შევაჯამეთ პროექტი.
დადგა პრეზენტაციის
დღე. -- ბავშვებმა შესანიშნავად წარადგინეს
პრეზენტაცია, ეს იყო ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე მათ სასკოლო ცხოვრებაში.(პრეზენტაციას
ესწრებოდნენ სკოლის აღმასრულებელი დირექტორი,კათედრის ხელმძღვანელი,მასწავლებლები და
უცხოელი სტუმრები). თითოეულმა ჯგუფმა არჩეული ზღაპარი დიორამას სახით გაითამაშეს როლებში,რამაც
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე. ბოლოს კი,მთელი კლასის ჩართულობით
ჩავატარეთ სპექტაკლი“ შრეკი“ .ეს ზღაპარი მიტომ ავირჩიეთ,რომ მასში უამრავი ზღაპრის
გმირი მონაწილეობს.ვფიქრობ,პროექტით მისაღწევ მიზანს მივაღწიე და შედეგზე გავედი.ამას
მოწმობს ის ფაქტი,რომ მათ კითხვა შეუყვარდათ.კვირაში ერთხელ დღესაც ვაგრძელებ გამოკითხვას,ვინ
რა ნაწარმოები წაიკითხა.გარდა ამისა,მოსწავლეები ხშირად იყენებენ წაკითხულ ნაწარმოებებს
ლიტერატურულ პარალელად,რაც ძალიან მახარებს და მიღწეული შედეგის გრძელვადიან პერსპექტივაზე
მიმანიშნებს.პროექტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა მაქვს. ასევე მაქვს სპექტაკლი“შრეკის“
ფოტო და ვიდეომასალაც.
პროექტმა
მასწავლა,რომ თითოეული აქტივობის განხორციელების შემდეგ აუცილებელია ანალიზი, შემდეგი
ნაბიჯის სწორად დასაგეგმად. ჩემს ბლოგზე ......................... ატვირთული მაქვს პროექტის პრეზენტაციის მომზადებაში
და წარდგენაში ჩართული მოსწავლეების ფოტოები, რომლებიც ასრულებენ პროექტის დავალებებს,ასევე
სპექტაკლ შრეკის ვიდეო მასალაც.
No comments:
Post a Comment