ბლოგის მიზანი


          საგანმანათლებლო ბლოგის მიზანი

                მე გახლავართ ირმა გაჩეჩილაძე, შპს ქალაქ ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის“დაწყებითი კლასების მასწავლებელი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ყოველთვის ვცდილობ ჩემი საქმე მაქსიმალურად ხარისხიანად შევასრულო.
      ბლოგზე განთავსებული მაქვს გაკვეთილის გეგმები, პროექტები, სავარჯიშოები, ტესტები, სხვადასხვა დროს გამოყენებული სასწავლო მასალა,  მოსწავლეების მიერ შექმნილი  თვალსაჩინოებები.
        აღნიშნული ბლოგი შექმნილია საგანმანათლებლო მიზნით. აქ განთავსებული რესურსების გამოყენება შეუძლიათ, როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს. ბლოგზე შეგიძლიათ ნახოთ ჩემი გაკვეთილის გეგმები და პროექტები, ვიდეოები და გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალები.  აქ განთავსებულია საინტერესო და საჭირო ბმულები, რაც მიადვილებს საქმიანობას და დაეხმარება ბლოგის სტუმრებსაც.               
         ბლოგის შექმნის მიზანი იყო  ჩემს ყველა ნამუშევრისთვის თავი ერთად მომეყარა, გამეზიარებინა ჩემი პედაგოგიური გამოცდილება კოლეგებისთვის. ჩემთვის ასევე საინტერესოა  ბლოგის სტუმრების უკუკავშირი, ამიტომ  გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და დატოვოთ თქვენი მოსაზრებები ჩემ აქტივობებზე
          უნდა ითქვას, რომ ბლოგი მუდმივი შეფასების პროცესშია და აქ  განთავსებულ მასალას პერიოდულად დაემატება ახალ-ახალი საწავლო რესურსი.


No comments:

Post a Comment