გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის გეგმა
                                                  გაკვეთილის  გეგმა
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი
          ირმა გაჩეჩილაძე
თემა
ქეთევან ჭილაშვილის როგორ შევასრულე როლი“
ხანგრძლივობა
              45წთ.
საფეხური/კლასი
I საფეხური/ III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
              19
თარიღი
14/05/2018წ.
მიზანი
მოსწავლე შეძლებს:
1.      მხატვრული ტექსტის - ქეთევან ჭილაშვილის ,,როგორ შევასრულე როლი“კითხვასა და ანალიზს, ყოველ ჯერზე უპასუხებენ შეკითხვებს.
2.      ლიტერტურული პერსონაჟების მარტივ, 2-3 წინადადებით დახასიათებას.
3.      საკუთარი აზრის, 2-3 წინადადებით  გამოთქმას და დასაბუთებას.
4.      მარტივი მიზნობრივი ტექსტის -თეატრალური აფიშის სწორად შექმნას.
მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
ქართ. III.2. მოსწავლე ვარჯიშობს გამომეტყველებით კითხვაში.
ქართ. III.4. მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ლიტერატურულ ტექსტს.
ქართ. III.7. მოსწავლე ახასიათებს ლიტერატურულ პერსონაჟებს და ასაბუთებს თავის აზრს .
თანმიმდევრობა, საკლასო მენეჯმენტი, დრო
აქტივობა 1. მასწავლებელი ესალმება კლასს და აცნობს გაკვეთილის მიზნებს და შეფასების რუბრიკას.
მუშაობის ფორმა–მთელ კლასთან /1წთ/

აქტივობა 2. საშინაო დავალების შემოწმება.  
 რამდენიმე მოსწავლე კითხულობს საშინაო დავალებას, (აქტივობის რვეულში,  დასაწყისის მიხედვით შეედგინათ ტექსტი, ტექსტის შესადგენად უნდა გამოეყენებინათ ის სიტყვები, რომელიც უკავშირდება თეატრს)
მუშაობის ფორმა– მთელ კლასთან /3წთ/

აქტივობა 3. ,,ასოციაციური რუკა“.
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
რომელი ახალი სიტყვა გამოიყენეს დავალების დასაწერად?
,,პარტერი“, ,,სცენა“, სპექტაკლი“.
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
გაიხსენონ კიდევ  სიტყვები, რომლებიც უკავშირდება თეატრს.
 შეივსება,, ასოციაციური რუკა“.
მასწავლებელს წინასწარ ჩამოწერილი  აქვს სიტყვები , რომლებიც უკავშირდება თეატრს.  მოსწავლეები შეადარებენ ,,ასოციაციურ რუკაზე“ დაწერილ  სიტყვებს, რომელი სიტყვა დაემთხვა და რომელია ახალი./2წთ/

აქტივობა 4. კითხვა-პასუხი:
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
-შესწავლილი გაკვეთილის მიხედვით ვინ იყო თეატრში წასული?
-რა შთაბეჭდილება მოახდინა სპექტაკლმა ქეთინოზე?
-საიდან ჩანს რომ ქეთინოს მოეწონა სპექტაკლი?
ავტორი წერს, რომ, ,პატარა გოგო მთელი არსებით სცენაზე იყო“
-თუ ყოფილან თეატრში და ჰქონიათ თუ არა  იგივე განცდა, რაც ქეთინოს ჰქონდა?
 -თუ მიუღიათ მონაწილეობა სპექტაკლში?
მუშაობის ფორმა– მთელ კლასთან /2წთ/

აქტივობა 5. ტექსტის  კითხვა:
მასწავლებელი კითხულობს ახალი გაკვეთილის სათაურს ,,როგორ შევასრულე როლი“ და უხსნის მოსწავლეებს , რომ ეს ტექსტი, როგორც წინა გაკვეთილი ქეთევან ჭილაშვილმა დაწერა. მასწავლებელი იწყებს ტექსტის კითხვას და შემდეგ გააგრძელებინებს მოსწავლეს, თან ხსნის ახალ სიტყვებს. მასწავლებელს წინასწარ დაფაზე აქვს გაკრული კროსვორდი და მოსწავლეების ჩართულობით, ახალი სიტყვების გამოყენებით, კითხვის პარალელურად ავსებს ცარიელ უჯრებს.
ახალი სიტყვები: (სცენა, რეჟისორი, პიესა, როლი, რეპეტიცია, მსახიობი, კულისები,მოქმედება,აფიშა)
მუშაობის ფორმა – მთელ კლასთან /8წთ/

აქტივობა 6.კითხვა-პასუხი:
მასწავლებელი სვამს კითხვებს გაკვეთილის ირგვლივ.
მოსწავლეები პასუხობენ ზეპირად.
-         რა გადაწყვიტეს ბავშვებმა?
-         ვინ იყო  პიესის ავტორი და რეჟისორი?
-         ვინ ყვება ამბავს?
-         რა როლი შესთავაზეს თომას?
-         რატომ შესთავაზეს მას სწორედ ეს როლი?
-         შეასრულა თომამ ეს როლი?
მუშაობის ფორმა – მთელ კლასთან /2წთ/

აქტივობა 7. ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს შეავსონ ,,მოთხრობის ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური ეპიზოდის რუკა“
 - 1)მოთხრობის მნიშვნელოვანი და ემოციური ეპიზოდი
 - 2)რა ემოციაა გადმოცემული მოთხრობაში?
 -3)მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?
  მუშაობის ფორმა-მთელ კლასთან /2წთ/

აქტივობა 8. კითხვა- პასუხი:
მასწავლებელი სვამს სააანალიზო კითხვას:
-რატომ ვერ შეძლო თომამ ამ როლის შესრულება?
 - ,, მსახიობობაზე ძნელი არაფერი ყოფილა“_წერს თომა
 ეთანხმებით ამ შეხედულებას?
მოსწავლეები პასუხობენ ზეპირად და იხსენებენ პირველ როლს და განცდას
მუშაობის ფორმა-მთელ კლასთან /4წთ/

აქტივობა 9.პერსონაჟის რუკა:
მასწავლებელი დაფაზე აკრავს  ქეთინოსა და თომას პერსონაჟის რუკებს და უხსნის მოსწავლეებს შეადარონ და  ამოიცნონ მათი  მსგავსება და განსხვავება.
 მოსწავლეები ავსებენ ქეთინოსა და თომას პერსონაჟის რუკებს  და ადარებენ მათ ერთმანეთს./3წთ/


აქტივობა 10. ჯგუფური მუშაობა.
მასწავლებელი წინასწარ დაჯგუფებულ ბავშვებს აძლევს დავალებას:
I ჯგუფი – მოსწავლეებმა უნდა ააწყონ პირველ კლასში ჩატარებული სპექტაკლის_ ქართული ხალხური ზღაპრის ,,რწყილი და ჭიანჭველას“  თეატრალური აფიშა

II ჯგუფი – მოსწავლეებმა უნდა ააწყონ მეორე კლასში ჩატარებული სპექტაკლის_ ერნტს თეოდორ ამადეუს ჰოფმანის  ,,მაკნატუნას“ თეატრალური აფიშა

III ჯგუფი– მოსწავლეებმა უნდა ააწყონ მესამე კლასში ჩატარებული სპექტაკლის _უილიამ სტეიგის ,,შრეკის“ თეატრალური აფიშა

IV ჯგუფი – მოსწავლეებმა უნდა ააწყონ მეოთხე  კლასში ჩასატარებული სპექტაკლის_ ჰანს ქრისტიან ანდერსენის თეატრალური ,, ასანთის გამყიდველი გოგონას“ აფიშა.

მოსწავლეები ასრულებენ მასწავლებლის მითითებულ დავალებას.
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს იმის მიხედვით, თუ როგორ შეასრულეს დავალება.
მუშაობის ფორმა – ჯგუფური /6წთ/


აქტივობა 11. პრეზენტაცია.
თითოეული ჯგუფიდან ერთ–ერთი მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას. გამოდის და წარადგენს ჯგუფის მიერ შესრულებულ დავალებას.
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეს.
მუშაობის ფორმა– ინდივიდუალური /4წთ/

აქტივობა 12.  დაფაზე გაკრულია ფლიფჩარტი, რომელზეც ჩამოწერილია ემოციები, მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: _რა ემოცია ეუფლებათ საინტერესო სპექტაკლის ყურებისას?
მოსწავლეები სტიკერს მიაკრავენ შერჩეულ ემოციას./3წთ/

აქტივობა 13.მასწავლებელი კლასს აწვდის ინფორმაციას პირველ თეატრსა და მშობლიურ ქალაქში არსებულ თეატრებზე. /3წთ/


საშინაო  დავალება/1წთ/
„როგორ შევასრულე როლი“ კითხვით.
აქტივობის რვეულში გვ: 104 №1, №2, №3.

მასწავლებელი აფასებს კლასს სიტყვიერი კომენტარით და წამახალისებელი სტიკერებით.  /1წთ/


შეფასება
განმავითარებელი კომენტარი, ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა, პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, წამახალისებელი სმაილები. 
სასწავლო რესურსი
მოსწავლის სახელმძღვანელო, კალმისტარი, დაფა, ცარცი, მარკერი, ფერადი ფურცლები, მონიტორი.







შეფასება:    
ჯგუფური შეფასება-ცხრილი ( დრიოს ლიმიტის დაცვა, თანამშრომლობა,ჩართულობა დავალების სისწორე)

განმავითარებელი შეფასება მთელი გაკვეთილის მანძილზე
კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
გასაუმჯობესებელი
ჯგუფის  წევრები აქტიურად არიან ჩართული მუშაობაში



ჯგუფში არის მეგობრული გარემო, პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს



დავალებას ასრულებენ უშეცდომოდ



იცავენ დავალების შესასრულებლად განსაზღვრულ დროს





                                       გაკვეთილის გეგმა
საგანი
     ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი
ირმა გაჩეჩილაძე
თემა
ჯანი როდარის ,,რისთვის დაიბადა ადამიანი
ხანგრძლივობა
45წთ
საფეხური/კლასი
I  საფეხური/   III კლასი
მოსწავლეთა  რაოდენობა
19
თარიღი
21.12. 2017
მიზანი







მოსწავლე შეძლებს:  
  1. ლიტერატურული ტექსტის კითხვასა და ანალიზ
 2.საკუთარი აზრის დასაბუთება
 3. ვარაუდების გამოთქმა.
  4. მთავარი სათქმელის ამოცნობა და მის გაგება-გააზრება.
                                           


                                                               

     
მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები



ქართ. lII. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
ქართ. lII. 3. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
ქართ. lII. 8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
ქართ. III.11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება.




თანმიმდევრობა, საკლასო მენეჯმენტი, დრო
 აქტივობა 1. მასწავლებელი ესალმება კლასს და აცნობს გაკვეთილის მიზნებს და
შეფასების  რუბრიკას-მუშაობის ფორმა - მთელ კლასთან /1წთ/                                               

   აქტივობა 2. მასწავლებელი თხოვს   მოსწავლეებს გაიხსენონ შესწავლილი ბრძნული გამონათქვამები.  შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
 ვინ ამბობს ბრძნულ გამონათქვამებს?
ვინ შეიძლება იყოს ბრძენი?
სად ცხოვრობს ადამიანი და რისი საშვალებით გადაადგილედაბა?                    მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს და ჩამოთვლიან ადამიანის გადაადგილების სხვსდასხვა ვარიანტებს.
 მუშაობის ფორმა - მთელ კლასთან /5წთ/

    აქტივობა 3. დაფაზე გაკრული იქნება ფორმატი, მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს ტრანსპორტის სურათები მიამაგრონ შესაბამის ადგილას( სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო).მუშაობის ფორმა - მთელ  კლასთან /3წთ/
 აქტივობა 4.    მასწავლებელი კითხულობს ტექსტის სათაურს, თან სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან ვარაუდები ახალი გაკვეთილის შესახებ, მოსწავლეები გამოთქვამენ  ვარაუდებს .  მუშაობის ფორმა-მთელ კლასთან /2წთ/
  აქტივობა 5. მასწავლებელი იწყებს ტექსტკითხვას,  შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ გაგრძელებით. მუშაობის ფორმა-მთელ კლასთან/3წთ/
   აქტივობა 6.  კითხვა-პასუხი:
მასწავლებელი სვამს კითხვებს ახსნილი მასალის ირგვლივ:
-რა თქვა პირველად ბრძენმა?
რამდენჯერ შეცვალა მან თავის ნათქვამი?
რატომ ასწორებდა ბრძენი თავის ნათქვამს?
რატომ გაჩუმდა ბოლოს ბრძენი?
მოსწავლეები პასუხობენ მას2ავლებლის კითხვებს.
მუშაობის ფორმა-მთელ კლასთან /3წთ/

    აქტივობა 7. მოსწავლეები ავსებენ
 ვიზუალურ-გრაფიკულ სქემას -5 კითხვა(ვინ/რა? სად? რას შვრება/რა ქნა? როდის? რატომ?  მუშაობის ფორმა- მთელ კლასთან /2წთ/

    აქტივობა 8.   ჯგუფური მუშაობა:
მასწავლებელი წინასწარ შედგენილ ჯგუფებს აძლევს დავალებებს:
l ჯგუფი- მოსწავლეები ავსებენ ვიზუალურ-გრაფიკული სქემას: ,,თავიდან-მერე-ბოლოს“                                  რა მოხდა დასაწყისში?                                  რა მოხდა შუა ნაწილში?                               რა მოხდა ბოლოს?
ll ჯგუფი-მოსწავლეები ტექსტის მიხედვით ავსებენ ვიზუალურ-გრაფიკულ სქემას ,,მოვლენების ჯაჭვი“.
lll ჯგუფი-მოსწავლეები ტექსტის მიხედვით ავსებენ ვიზუალურ-გრაფიკულ სქემას ,,სამო რატომ“
lV ჯგუფი- მოსწავლეები ტექსტის მიხედვით ავსებენ ვიზუალურ-გრაფიკულ სქემას ,,დროის ღერძი“
თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას
მასწავლებელი შეახსენებს ჯგუფური მუშაობის წესებს და უნიშნავს დროს
 მუშაობის ფორმა - ჯგუფური /6წთ/

 აქტივობა 9.   თითოეული ჯგუფიდან ერთ-ერთი მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას. მუშაობის ფორმა-ინდივიდუალური /4წთ/
   
    აქტივობა 10.  მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს მიუბრუნდნენ ნაწარმოებს და მოძებნონ ის წინადადება, რომელშიც ტექსტის ძირითადი აზრია გადმოცემული. ეთანხმებიან  ამ აზრს? რამეს ხომ არ დაუმეტებენ ან შეცვლიან?
 მოსწავლეები ჩაერთვებიან დისკუსიაში -,, რისთვის დაიბადა ადამიანი“: ეთანხმებიან თუ არა ტექსტის მთავარ აზრს ,,ადამიანის შესაძლებლობას საზღვარი არ აქვს“                            მუშაობის ფორმა-მთელ კლასთან, /6წთ/

     აქტივობა 11.   მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სხვადასხვა  თვალსაჩიენოებას,(სლაიდშოუს),  რაც შექმნა ადამიანმა.  /4 წთ/               
   აქტივობა 12.  გზავნილი ადამიანს: მოსწავლეები წერენ სტიკერზე --რის გამოგონებას ისურვებენ და აკრავენ დაფაზე გაკრულ ფორმატზე.    მუშაობის ფორმა ინდივიდუალური/3წთ/

      საშინაო დავალება
  მასწავლებელი აძლევს დავალებად ამოიწერონ ტექსტიდან მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები /1წთ/.
 
  მასწავლებელი აფასებს კლასს სიტყვიერი კომენტარით და წამახალისებელი სტიკერებით /2წთ/

               შეფასება
განმავითარებელი კომენტარი,ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა ,     პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა ,  წამახალისებელი სმაილები /1წთ/
სასწავლო რესურსი
მოსწავლის სახელმძღვანელო, რვეული, კალმისტარი, დაფა, ცარცი, ფლიპჩარტის ფურცლები, წებოვანი ფურცლები, სხვადასხვა სიმბოლოები, მარკერები, წებო, მონიტორი, ფერადი ფურცლები.


შეფასების გაკვეთილის რეფლექსია
თარიღი: 30.01.2018
კლასი: III(2)
თემა:,,რისთვის დაიბადა ადამიანი“
დრო:45 წთ.
2017-18 სასწავლო წლის  30 იანვარს მე-3 (2) კლასში ჩავატარე  გაკვეთილი შიდა შეფასების ჯგუფისათვის.
გაკვეთილს ესწრებოდნენ:
დირექტორის მოადგილე-  -ნ  ნათია კილაძე 
სქემის ფასილიტატორი- კათედრის ხელმძღვანელი ქ-ნი მაგდანა შურღაია
 შეფასების ჯგუფის წევრი-დარიკო სანიკიანი
შეფასების ჯგუფის წევრი - მადონა დადუნაშვილი
კათედრის წევრი - ქ-ნ  ეკა შარიქაზე
კათედრის წევრი - ქ-ნი თეონა თვალავაძე
გაკვეთილი ჩავატარე ქართულში ენასა და ლიტერატურაში, თემაზე: ,,რისთვის დაიბადა ადამიანი“.
ჩემს მიერ მოსწავლეებისათვის მიწოდებული სამუშაოები შეესაბამებოდა მათ ასაკსა და განვითარების თავისებურებებს, ამასთან,  იძლეოდა დაფიქრების, გააზრებისა და მსჯელობის საშუალებას.  მნიშვნელოვანია მოსწავლემ  შეძლოს  მიღებული  ცოდნისა  და  გამოცდილების  გამოყენება ყოველდღიურ  ცხოვრებაში.
გაკვეთილი  ითვალისწინებდა  ახალი  მასალის  მიწოდებას.  წინარე  ცოდნის  გააქტიურებამ და სლაიდების გამოყენებამ,  ადვილი გახადა გაკვეთილის თემისაა და მიზნის იდენტიფიცირება.
გაკვეთილის მიზნები გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმიდან. ჩემს მიერ დაგეგმილი აქტივობები ებმოდა მათ და უზრუნველყოფდა მიზნის მიღწევას.ვფიქრობ, გაკვეთილზე დასახული მიზანი მიღწეული იქნა, რადგან  ოსწავლეებმა შეძლეს:
v  ლიტერატურული ტექსტის კითხვა და ანალიზი
v  სხვისი აზრის პატივისცემა და მოსმენა, საკუთარი აზრის დამოუკიდებლად წარმოთქმა.
v  ვარაუდების გამოთქმა, მთავარი სათქმელის ამოცნობა და მისი გაგება-გააზრება
მიზნის მიღწევაში დამეხმარა ის აქტივობები, რომლებიც გაკვეთილის მსვლელობისას გამოვიყენე.
გაკვეთილი  წარიმართა  სამფაზიანი  მოდელით
I ფაზა-გამოწვევა--- წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მოსწავლეებმა გაიხსენეს შესწავლილი ბრძნული გამონათქვამები, გამოიცნენ ადამიანის გადაადგილების საშუალებები, ჩემს მიერ წინასწარ მომზადებულ ფორმატზე მიაკრენ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სურათები.გამოვთქვით ვარაუდები სათაურის მიხედვით, ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.
II ფაზა-სიღრმისეული წვდომა   წავიკითხეთ ტექსტი, მოსწავლეებმა  დაასახელეს წაკითხულ ტექსტში ასახული ფაქტები და უპასუხეს ჩემს მიერ დასმულ კითხვებს, შევავსეთ ვიზუალური სქემა, მოსწავლეები მუშაობდნენ  ცალკეულ ჯგუფებში. ოთხივე ჯგუფს მიეცა  ინდივიდუალური დავალება, გაკეთდება პრეზენტაცია.
III ფაზა-რეფლექსია     კითხვების დახმარებით მოსწავლეებმა ამოიცნეს ტექსტის მთავარი აზრი, რომ ,,ადამიანის შესაძლებლობას საძღვარი არ აქვს”.თემასთან დაკავშირებით  ვაჩვენე  თვალსაჩინოება, სურათებითა  და ნივთებით. საინტერესო  და სახალისო იყო აქტივობა ,,გზავნილი ადამიანს“, სადაც ბავშვებმა სურვილი ახალ გამოგონებაზე, დაფაზე გაკრულ  ფორმატზე მიამაგრეს.
   ვთვლი, გაკვეთილი მოსწავლეებისათვის იყო  საინტერესო, გათვალისწინებული  იყო  მათი ასაკობრივი  და  ინდივიდუალური  თავისებურებები.  შეიქმნა კლასში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო  პროცესი, რომელსაც ადასტურებდა მოსწავლეთა  მხრიდან  მაქსიმალური  ჩართულობა.მოსწავლეები აქტიურად  იყვნენ  ჩართულნი  კითხვა-   პასუხში დისკუსიაში ჯგუფურ მუშაობაში. ვთვლირომ  ყველა  აქტივობა შეესაბამებოდა  გაკვეთილის  მიზნებს.  ჩემი  საუბარი  არ  აჭარბებდა  მოსწავლეთა  საუბარს,თუმცა იგრძნობოდა ღელვაც..  საშუალებას  ვაძლევდი  მათ  დაეფიქსირებინათ  საკუთარი  მოსაზრებები.  მოსწავლეთა  ნამუშევრები  საშუალებას  მაძლევს  ვთქვა, რომ  გაკვეთილმა მიაღწია  დასახულ  მიზანს.
          გაკვეთილის  მიმდინარეობისას  გეგმაში შევიტანე უმნიშვნელო ცვლილება, მორჩენილი ორი წუთისთვის გამოვიყენე სარეზერვო აქტივობა ,,რეალისტები და ფანტაზიორები“
         გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ დროის ლიმიტს, რათა არ მოხდეს მსგავსი ცვლილებები.


გაკვეთილის თემა
„კეთილი ამხანაგები ‘‘_ ი. გოგებაშვილი
საგანი/ინტეგრირებული საგანები/მასწავლებლების სახელი და გვარი
ქართული ენა/ირმა გაჩეჩილაძე
სწავლების საფეხური/კლასი
 დაწყებითი საფეხური/ I I კლასი
მოსწავლეთა პროფილი
19 მოსწავლე. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში არ არის.
აქტულობა
ინფორმირებული ადამიანი დაცულია. მოზარდი შეიარაღებულია ცოდნით.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
      მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის გაგება-გააზრებას, პრობლემის გამოყოფას და მსჯელობას.
 მოსწავლეები გააცნობიერებენ რომ დაცინვა/ჩაგვრა უარყოფით გავლენას ახდენს ნებისმიერ ადამიანზე და  მას სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს,  რომ ასეთ შემთხვევაში  საუკეთესო გამოსავალია მიმტევებლობა.
         შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის ეროვნულ სტანდარტთან
       ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
      შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
·         ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს; იხსენებს მსგავსსა და განსხვავებულ ადგილებს ამ მულტფილმებიდან და საბავშვო ფილმებიდან;
·         აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
·         გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);

ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
·         დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;
                                     

მოსწავლეთა წინარე ცოდნა

  მოსწავლეები ინფორმირებული არიან  თუ რა არის ძალადობა, იციან ძალადობის სხვადასხვა სახეები.
    იხსენებენ დასწავლილ ანდაზებს თემასთან დაკავშირებით. აქვთ საკუთარი ვარაუდების გამოთქმის, გარკვეული დასკვნების გამოტანის, პრეზენტაციის საწყისი უნარები.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
         
I ფაზა __  გამოწვევა (2 წთ.)
   მისალმება-განწყობა-საორგანიზაციო საკითხების მოგვარება (1წთ.)
 აქტოვობა #1 .   (3 წთ)  მასწავლებელი ურიგებს ბავშვებს გამოჭრილ გულებს და სთხოვს დაწერონ მასზე ის  ცუდი სიტყვები, რომლების მიმართვაც მათში იწვევს უარყოფით შეგრძნებას. ამის შემდეგ თხოვს, რომ გულები დაკუჭონ და ერთმანეთს  გაუცვალონ. მოსწავლეებს თხოვს სიტყვების წაკთხვას და ფურცლების გასწორებას. მოსწავლეები ფურცლების გასწორებას ვეღარ შეძლებენ (თავდაპირველი სახით).მასწავლებელი უხსნის რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა ადამიანს ისევე ტკენს გულს და მისი განკურნება ისეთივე რთულია როგორც ამ ფურცლის გასწორება.
აქტოვობა #2(3 წთ)      მასწავლებელი სვამს კითხვას რა შეიძლება იყოს ძალადობა?
ასოციაციური რუკა
 




  აქტოვობა #3(2 წთ)    „ვარაუდები ახალ სიტყვებზე“. (1წთ.)
    მასწავლებელს წინასწარ გამზადებული აქვს ვარაუდების ცხრილი  და მოსწავლეებს თხოვს ვარუდების გამოთქმას ახალ სიტყვებზე ტექსტის წაკითხვამდე.

II ფაზა __ სიღრმისეული წვდომა       (8 წთ)
   მასწავლებელი მიმართავს კლასს?  
__როგორ ფიქრობთ შეიძლება თუ არა მოძალადეს ვუთანაგრძნოთ? 
     მოდი წავიკითხოთ ტექსტი და ვნახოთ თუ რატომ ჰქვია ჩვენს დღევანდელ გაკვეთილს  „კეთილი ამხანაგები“ მასწავლებელი კითხულობს ტექსტს პაუზებით.
     I პაუზა_ნინოს მშობლები სკოლაში გზავნიდნენ მაგრამ გოგონა უარზე იდგა...      (რატომ არ უნდოდა ნინოს სკოლაში წასვლა?რატომ ფიქრობთ ასე?)                                         
     II პაუზა_შევიდა სკოლაში გაფითრებული და აკანკალებული ნინო...(როგორ შეხვდებოდნენ ნინოს? რატომ ფიქრობთ ასე?)
      მასწავლებელი მოსწავლეებს აკითხებს ტექსტს გაგრძელებით. მოსწავლეები ავსებენ ცხრილს( ვარაუდები ახალ სიტყვებზე) ტექსტის მიხედვით.
     მასწავლებელი თხოვს კლასს ამ თემასთან დაკავშირებული ანდაზების გახსენებას.           
     ტექსტის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, ხომ არ გაახსენდათ რომელიმე საბავშვო ფილმი ან მულტფილმი?
აქტოვობა #4         (4 წთ) 
 ფაქტზე ორიენტირებული კითხვებით (2წთ.)
__ როგორი გოგონა იყო ნინო?
__ ვინ ჰყავდა აბუჩად აგდებული?
__რა გრძნობა დაგეუფლათ ნინოს საქციელზე?
__ რა დაემართა  ნინოს?
__რა დაკარგა მან?
__მორჩენის შემდეგ რისი ეშინოდა ნინოს?
__ გამართლდა ნინოს მოლოდინი?

აქტოვობა #5    (3 წთ) 
    დავახასიათოთ ნინო და კატო ვენის დიაგრამის საშუალებით (დანართი 2)
  აქტოვობა #6         (6 წთ) 
კითხვებზე -პასუხი( მაღალი დონის კითხვები ანალიზზე ,სინთეზზე, შეფასებაზე)
__ რატომ დასცინოდა ნინო ამახანაგებს?
__რატომ არ მოსწონდათ ამხანაგებს ნინოს საქციელი?
__არის თუ არა ძალადობა ფიზიკური ნაკლით გამორჩევა?
____თქვენ თუ ყოფილხართ ნინოს როლში?(გამოგირჩევიათ ვინმე ფიზიკური ნაკლის გამო?)
__რატომ აევსოთ სიბრალულით ამხანაგებს გული ნინოს დანახვაზე ?
__ როგორ ფიქრობთ  ყველაზე მეტად  რატომ უთანაგრძნო   კატომ ?
__ხომ არ გახსენდებათ კატოს შემთხვევა თქვენი პირადი ცხოვრებიდან?
__ ვინ იყო ამ კლასში მოძალადე ?
__როგორ ფიქრობთ ნინო გააგრძელება ამის შემდეგ ვინმეს დაცინვას?
__როგორ მიაღწიეს ამ ყველაფერს ნინოს ამხანაგებმა?
III  ფაზა-- რეფლექსია
აქტივობა #7  - (5.წთ),,წერილი პერსონაჟს“
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს წებოვან ფურცლებს, სადაც მოსწავლეები წერილს სწერენ პერსონაჟს ინდივიდუალურად (კატოს, ნინოს). მოსწავლეები გადმოსცემენ თავიანთ ემოციებს, დამოკიდებულებას თითოეული გმირის მიმართ. რას ურჩევენ მათ და აკრავენ ფლიფჩარტზე განკუთვნილ ადგილას.
აქტივობა #8(6წთ)  -მოსწავლეები წაიკითხავენ თავიან წერილებს, მსჯელობენ
·         რატომ მიწერეს წერილი?
·         რა ემოცია გამოიწვია მათში ამ ამბავმა?
·         როგორები არიან პერსონაჟები?
·         ვის  მოთხრობას  გავეცანით?
·         რაზე ვისაუბრეთ?
·         რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი?
·         რას გვასწავლის ეს  ნაწარმოები?
·         რას ურჩევდნენ ნაწარმოების გმირებს და ა.შ.

 მოსწავლეები მსჯელობენ არგუმენტირებულად. აკეთებენ დასკვნებს. გადაჭრიან პრობლემას, ალტერნატუილი გზით.

საშინაო დავალება

შეფასება და თვითშეფასება
„კეთილი ამხანაგები“(კითხვით)      (1 წთ) 
გააგრძელეთ მოთხრობა (წერითი)

განმავითარებელი  (2 წთ) 
სასწავლო რესურსები
დაფა, ცარცი, წიგნი, კალამი, მარკერი,  თაბახის ფურცლები, მაგნიტები, ფლიფჩარტი.


                                   შეფასების რუბრიკა                                
კრიტერიუმები
ნაწილობრივ ფლობს
უმეტესწილად ფლობს
სრულად ფლობს
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაგება-გააზრება
ვერ გამოაქვს აზრი ტექსტიდან
მცირე დახმარებით შეუძლია ტექსტის გაგება-გააზრევა
სრულად შეუძლია გაიაზროს ტექსტი
მოსწავლეს შეუძლია პრობლემის ამოცნობა
ვერ არჩევს ტექსტში ასახულ პრობლემას
ნაწილობრივ ამოიცნობს პრობლემის მოტივებს
ზუსტად, მიგნებულად ამოიცნობს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას.
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა პერსონაჟთა საქციელზე
უჭირს მსჯელობა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
სრულად ვერ მსჯელობს და დამაჯერებლად ვერ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
სრულყოფილად და დამაჯერებლად შეუძლია მსჯელობა .



                                              



No comments:

Post a Comment